ნებაყოფლობითი შეტყობინება
ნებისმიერ პირს შეუძლია შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. ამისათვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინება ქვემოთ მოცემულ ფორმაში.
სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მომწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა. სააგენტო მის მონაცემთა ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებს ინახავს დეიდენტიფიცირებულ მდგომარეობაში.
სავალდებულო შეტყობინება
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის მე-17 ბრძანებაში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ მოცემული მოთხოვნების თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოვლენათა შეტყობინების სისტემას, სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ.
ვის ევალება სავალდებულო შეტყობინების წარდგენა?
მე-17 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც ვალდებულები არიან სააგენტოს აცნობონ მე-17 ბრძანების 1-ელ დანართში განსაზღვრული იმ საავიაციო მოვლენების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე გამოეწვია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, მასზე მყოფ პირ(ებ)ზე ან სხვა ნებისმიერ პირზე, ან საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.
როგორ წარვადგინოთ მოვლენათა სავალდებულო შეტყობინება?
სავალდებულო შეტყობინების წარსადგენად გადმოტვირთეთ შესაბამისი ფორმა, შეავსეთ საჭირო ველები, შეინახეთ და ფორმაში მითითებულ მისამართზე გამოაგზავნეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ფორმის შესავსებათ დაგჭირდებათ Adobe Acrobat Reader პროგრამა.
ფორმა 100 სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 101 სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 102 სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 103 სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 104 სხ-ის ტექნიკურ დაზიანებასთან დაკავშირებული მოვლენების შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 105 აეროდრომზე საავიაციო მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 106 ველური ბუნების სახეობასთან შეჯახების შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 107 ნებადართული სიმაღლიდან გადახვევის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
ფორმა 108 ლაზერული სხივის/ფეიერვერკის ნათებით გამოწვეული საავიაციო მოვლენის შეტყობინება
ფორმით გათვალისწინებული განყოფილებების/ტერმინების განმარტებები
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2023 წლის ანგარიში) GCAA
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2022 წლის ანგარიში) GCAA
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2021 წლის ანგარიში) GCAA
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2020 წლის ანგარიში) GCAA
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2019 წლის ანგარიში) GCAA
…
წესი ამოქმედდება 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან