ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებას და კოორდინაციას;
  • საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღებას, შეხვედრების ორგანიზებას და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვას;
  • საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
  • სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
  • სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვას და კოორდინაციას;
  • თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვას და ორგანიზებას;
  • სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
  • სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, აგრეთვე, საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზს და კონტროლს, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას, კორესპონდენციის დროულად მიწოდებას;
  • საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაციას, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნას;
  • საარქივო მასალების შენახვას, არქივის წარმოებას.

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ვერიკო ბახტაძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)

ელ.მისამართი: office@gcaa.ge