ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის)
NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების კუთხით არსებული ცვლილებების, წესების, საფრთხის, სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
სასურველი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური ნოტამების სანახავად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ICAO-ს გლობალურ მონაცემთა ბაზაში: Notices to Airmen (NOTAMS)
აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა თორმეტ საათში ერთხელ განახლებად რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია ყველა აქტიური ნოტამის შესახებ. საძიებო სისტემაში ირჩევთ სასურველ ქვეყანას/რეგიონს ან შეგყავთ შესაბამისი ლოკაციის ტიპი, აეროპორტის ან საჰაერო სივრცის შესაბამისი კოდი.
მოქმედი NOTAM-ები ასევე ხელმისაწვდომია „საქაერონავიგაციის“ ვებ-გვერდზე.
აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საკუთარ ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს მხოლოდ იმ NOTAM-ების გამოქვეყნებას, რომლებიც შეეხება მნიშვნელოვან ცვლილებებს ოპერირების კუთხით (საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვა, ფრენებისთვის შეზღუდული, სახიფათო, აკრძალული არეების ამოქმედებება და ა.შ.) და რომელთა შესახებ ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია როგორც ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
ნოტამები:
G0135/23 NOTAMN
საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლების საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ პარაპლანით ფრენებთან, ექსპლუატაციასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფომ დაასრულა მუშაობა დაბა გუდაურში პარაპლანით ფრენებისათვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე.
გამოყოფილი საჰაერო სივრცის ადგილმდებარეობაა დაბა გუდაური, შემდეგი კოორდინატებით: 423049N 0443033E 422530N 0443413E 422527N 0443104E 422627N 0442847E 423037N 0442459E 423118N 0442532E 423049N 0443033E, ზღვის დონიდან 10500 ფუტი სიმაღლის ფარგლებში. სპეციალური დანიშნულების არეში, პარაპლანით კომერციული ფრენები დაშვებული იქნება მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვით.
აღნიშნულ საჰაერო სივრცეში როგორც პარაპლანების, ასევე საჰაერო ხომალდის ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო ხომალდის მფრინავს/ექსპლუატანტს და საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას ან შპს „საქაერონავიგაციას“ შორის კოორდინაცია უნდა განხორციელდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული NOTAM-ის და საჰაერო სივრცეში ვიზუალური ფრენის წესით მფრენი ოპერატორებისადმი დაგზავნილი ცირკულარის შესაბამისად.
Q) UGGG/QWPLW/IV/M /W /000/105/4228N04430E005
A) UGGG B) 2306150500 C) 2309151600
D) DAILY 0500-1600
E) PARAGLIDING ACT WILL TAKE PLACE IN GUDAURI WI COORD: 423049N
0443033E – 422530N 0443413E – 422527N 0443104E – 422627N 0442847E –
423037N 0442459E – 423118N 0442532E – 423049N 0443033E.
FOR COOR TO ENTER ACT ZONE, ALL PILOTS, MNM 30 MIN BFR TKOF, SHALL
CTC GEORGIAN PARAGLIDING FEDERATION ON FLW NR: +995 322 500 095 (ALT
+995 599 57 55 06).
IF CIRCUMSTANCES REQUIRE AIRBORNE PILOT, WHO HAS NOT INFORMED
GEORGIAN PARAGLIDING FEDERATION IN ADVANCE, TO ENTER ACT ZONE,
HE/SHE SHALL CTC TBILISI FIS ASAP FOR FURTHER COOR.
F) GND G) 10500FT AMSL
NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების კუთხით არსებული ცვლილებების, წესების, საფრთხის, სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ნოტამით გასავრცელებელი ინფორმაცია ეხება საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის სახიფათო, აკრძალული, შეზღუდული არეების ამოქმედებას, ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შესაბამისი ფორმით განაცხადის შევსების ინსტრუქციის მიხედვით.
სააგენტოსთან ინფორმაციის შეთანხმება ხორციელდება ნოტამის გამოცემის განაცხადის შევსებით, რომელიც უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: ans@gcaa.ge Word-ის ფორმატში.
ნოტამი, რომელიც არ ეხება საჰაერო სივრცეს, არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას და ინიციატორები ინფორმაციას პირდაპირ აწვდიან სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი ფორმით.
ნოტამი გამოიცემა ყოველთვის, როდესაც:
ა) გასავრცელებელი ინფორმაცია ატარებს დროებით ხასიათს და არის მოკლევადიანი;
ბ) ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუდმივი ცვლილება ან დროებითი ხასიათის გრძელვადიანი ცვლილება, გარდა დიდი მოცულობის ტექსტური და/ან გრაფიკული მასალისა, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას.
ვინ გამოსცემს ნოტამს?
საქართველოს შესახებ ნოტამს გამოსცემს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. ნოტამის გამოცემისთვის აუცილებელია ნოტამის გამოცემის ინიციატორმა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია.
ნოტამის გამოცემის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც საავიაციო ინდუსტრიის ცალკეული უწყებები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს საჰაერო სივრცეს.
ნოტამის გამოცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი ნორმატიული აქტებით: