საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაციას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენას და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემას;
  • ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირებას (SAFA/RAMP);
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაციის/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

 

საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი

გიორგი მაყაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:  + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 110)