2024 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა „საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი“ (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 22 ნოემბრის N235 ბრძანება). ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სტანდარტი ნოვაციაა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში და მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვით, სააგენტო პირველად ახდენს გარემოზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის საკითხის რეგულირებას.

მოცემულ განყოფილებაში, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემასთან და წესით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ავიაციისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირებისა და კომპენსაციის წესი შემუშავებულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართით გათვალისწინებული სტანდარტის (CORSIA) შესაბამისად და მისი მიზანია საერთაშორისო ფრენებზე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება და კომპენსაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ატმოსფეროზე სამოქალაქო ავიაციის მავნე ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირებას.

წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებზე (ავიაკომპანიებზე), რომლებიც ახორციელებენ 5700 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის (თვითმფრინავის) ექსპლუატაციას და რომელთა მიერ ამავე საჰაერო ხომალდების ფრენის შედეგად საერთაშორისო ფრენებზე წლიურად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი აღემატება 10 000 ტონას. შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველები ვალდებულნი არიან, აღრიცხონ მათ მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა 2024 წლის 1 იანვრიდან შესრულებულ საერთაშორისო ფრენებზე და დააკომპენსირონ იგი ან წინასწარ იზრუნონ მის შემცირებაზე.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მომზადებული ვებინარები ICAO-ს ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

» ვებინარი (ნაწილი 1);

ვებინარში გამოყენებული პრეზენტაციის სანახავად/გადმოსაწერად დააჭირეთ ბმულს.

» ვებინარი (ნაწილი 2);

ვებინარში გამოყენებული პრეზენტაციის სანახავად/გადმოსაწერად დააჭირეთ ბმულს.

» ვებინარი (ნაწილი 3);

ვებინარში გამოყენებული პრეზენტაციის სანახავად/გადმოსაწერად დააჭირეთ ბმულს.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო

სააგენტოს ელ. მისამართი ნახშირორჟანგის კომპენსირებისა და შემცირების სქემასთან საკითხებზე: corsia@gcaa.ge