საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიცირება
საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში სერტიფიცირების წესებს ადგენს და სერტიფიცირებას ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის, მისი დანართების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (Air Operator Certificate AOC)
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (ავიაკომპანიის) მიერ საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ ექსპლუატაციის შესაძლებლობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, უსაფრთხოდ განახორციელოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები და/ან საავიაციო სამუშაოები იმ შეზღუდვებისა და პირობების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრულია სერტიფიკატით, მისი დანართებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის, ან სერტიფიკატის მაძიებლის სერტიფიცირების ნორმები დადგენილია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესით“ (2013 წლის 19 აგვისტოს N142 ბრძანება). რეგულაცია შემუშავებულია ,,საერთაშორისო სამოქალაქოავიაციისშესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-6 დანართის (,,საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია”), სამოქალაქოავიაციისსაერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემის Doc 8335 („ექსპლუატაციის ინსპექტირების, სერტიფიცირების და მუდმივი ზედამხედველობის სახელმძღვანელო”) და „საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების მოთხოვნების საფუძველზე. წესის მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და/ან საავიაციო სამუშაოების მწარმოებელი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
აკრძალულია საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაცია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გარეშე. ექსპლუატანტის სერტიფიკატი არ ესაჭიროება იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას საკუთარი მიზნებისათვის, სასწავლო მიზნებისთვის ან ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციას.
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას, სერტიფიკატში და/ან სერტიფიკატის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებებისშეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სერტიფიცირების ეტაპები:
სააგენტოს მიერ სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს: განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას; განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;
II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს: საბაზო ობიექტების შემოწმებას; საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას; ფრენის უზრუნველყოფის დემონსტრირებას.
III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა.
პირველადი სერტიფიცირებისას, სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს.
განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარმოდგენის, უწყების მიერ წინასწარი განხილვისა და შეფასების, სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების, სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, ექსპლუატანტის სერტიფიკატის მფლობელის მოვალეობების, სერტიფიკატით და/ან დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების, ცვლილების შეტანის, ახალი სხ-ის დამატების, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ექსპლუატანტისათვის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის, სერტიფიკატის გაუქმების, მოქმედების შეჩერების, აღდგენის, ექსპლუატანტის საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობის წესები და პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:
წესის დანართები და სხვა სხვა სახელმძღვანელო მასალები:
დანართი N1 (განცხადების ელექტრონული ფორმა);
დანართი N2 (განცხადების ელექტრონული ფორმა);
დანართი N3; დანართი N4; დანართი N5; დანართი N6; დანართი N7;
დანართი N8; დანართი N9; დანართი N10
ფრენის შესრულების სახელმძღვანელოს კითხვარები:
ხარისხის მართვის სახელმძღვანელოს შემოწმების კითხვარი
ავიაკომპანიების ბორტგამყოლის სახელმძღვანელოს შემოწმების კითხვარი
ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსებისა და გამოყენების ნებართვის გაცემის კითხვარი