
ნებაყოფლობითი შეტყობინება
ნებისმიერ პირს შეუძლია შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. ამისათვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინება ქვემოთ მოცემულ ფორმაში.
სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მომწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან შესაბამისი პირის თანხმობისა. სააგენტო მის მონაცემთა ბაზაში დაცულ პერსონალურ მონაცემებს ინახავს დეიდენტიფიცირებულ მდგომარეობაში.

სავალდებულო შეტყობინება
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის მე-17 ბრძანებაში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ მოცემული მოთხოვნების თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოვლენათა შეტყობინების სისტემას, სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ.