ნებაყოფლობითი შეტყობინება

ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. ამისათვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინება მოცემულ ფორმაში.

    სავალდებულო შეტყობინება

    სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის მე-17 ბრძანებაში „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ მოცემული მოთხოვნების თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოვლენათა შეტყობინების სისტემას, სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შესახებ.

    ვის ევალება სავალდებულო შეტყობინების წარდგენა?

    მე-17 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ პირებს, რომლებიც ვალდებულები არიან სააგენტოს აცნობონ მე-17 ბრძანების 1-ელ დანართში განსაზღვრული იმ საავიაციო მოვლენების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის ან შეეძლო საფრთხე გამოეწვია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მყოფ სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, მასზე მყოფ პირ(ებ)ზე ან სხვა ნებისმიერ პირზე, ან საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოდ უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე.

    როგორ წარვადგინოთ მოვლენათა სავალდებულო შეტყობინება? 

    სავალდებულო შეტყობინების წარსადგენად გადმოტვირთეთ შესაბამისი ფორმა, შეავსეთ საჭირო ველები, შეინახეთ და ფორმაში მითითებულ მისამართზე გადაუგზავნეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.

    ფორმის შესავსებათ დაგჭირდებათ Adobe Acrobat Reader პროგრამა.

    შევსების ინსტრუქცია შემდეგი ფორმებისთვის: SRF-100, SRF-101SRF-102SRF-103SRF-104SRF-105SRF-106, SRF-107

    ფორმა SRF-100  სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება 

    ფორმა SRF-101  სააერნაოსნო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური მოვლენის შეტყობინება

    ფორმა SRF-102  სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინება

    ფორმა SRF-103  სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოვლენის შეტყობინების

    ფორმა SRF-104  სხ-ის ტექნიკურ დაზიანებასთან დაკავშირებული მოვლენების შეტყობინების

    ფორმა SRF-105  აეროდრომზე მოვლენის შეტყობინება

    ფორმა SRF-106  ფრინველთან  შეჯახების შეტყობინება

    ფორმა SRF-107  ნებადართული სიმაღლიდან გადახვევის ფორმა