Air Navigation Service Department

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
  • სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობას;
  • საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
  • საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობას;
  • ფრენის პროცედურების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმებას, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენას და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაციას/ვერიფიკაციას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას;
  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • შესაბამისი ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგს და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენას/შედგენის კოორდინირებას/შეთანხმებას და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენას;
  • საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას;

 

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი

ლადო ყულჯანიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)