უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაციას, რეგისტრაციის მოწმობის გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაციას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის (ავტორიზაცია) გაცემას, მასში ცვლილებების შეტანას, გაუქმებას;
  • დისტანციური პილოტის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემას, გამოცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, განახლებას, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეზღუდვას, შეჩერებას, აღდგენას და გაუქმებას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების ანალიზს;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვების დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

 

უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი

აკაკი მაისაია

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 106)

ელ.ფოსტა: UAS-GA@gcaa.ge