ხარისხის მართვის დეპარტამენტი
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფას;
- სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობას;
- სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაციას;
- სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;
- სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირებას და მის ზედამხედველობას;
- სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს;
- მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვას და რეგულარული განხორციელებას;
- სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენას, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს;
- ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავებას;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათზე რეაგირების მონიტორინგს;
- ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგებას;
- საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შეტყობინებების სტატისტიკურ ანალიზს, დამუშავებას და წლიური ანგარიშის მომზადებას, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოებას, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლას სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობას;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
ხარისხის მართვის დეპარტამენტი
თამარ ლუტიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)