ნოტამი (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის)
NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების კუთხით არსებული ცვლილებების, წესების, საფრთხის, სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
სასურველი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური ნოტამების სანახავად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ICAO-ს გლობალურ მონაცემთა ბაზაში: Notices to Airmen (NOTAMS)
აპლიკაცია შესაძლებლობას იძლევა თორმეტ საათში ერთხელ განახლებად რეჟიმში მიიღოთ ინფორმაცია ყველა აქტიური ნოტამის შესახებ. საძიებო სისტემაში ირჩევთ სასურველ ქვეყანას/რეგიონს ან შეგყავთ შესაბამისი ლოკაციის ტიპი, აეროპორტის ან საჰაერო სივრცის შესაბამისი კოდი.
მოქმედი NOTAM-ები ასევე ხელმისაწვდომია „საქაერონავიგაციის“ ვებ-გვერდზე.
აქვე გაცნობებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საკუთარ ვებ-გვერდზე უზრუნველყოფს მხოლოდ იმ NOTAM-ების გამოქვეყნებას, რომლებიც შეეხება მნიშვნელოვან ცვლილებებს ოპერირების კუთხით (საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვა, ფრენებისთვის შეზღუდული, სახიფათო, აკრძალული არეების ამოქმედებება და ა.შ.) და რომელთა შესახებ ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანია როგორც ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
ნოტამები:
NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების კუთხით არსებული ცვლილებების, წესების, საფრთხის, სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.
ნოტამის გამოცემა/შეთანხმება
იმ შემთხვევაში, თუ ნოტამით გასავრცელებელი ინფორმაცია ეხება საჰაერო სივრცეში ფრენებისთვის სახიფათო, აკრძალული, შეზღუდული არეების ამოქმედებას, ინფორმაციის მიმწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ინფორმაციის მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შესაბამისი ფორმით განაცხადის შევსების ინსტრუქციის მიხედვით.
სააგენტოსთან ინფორმაციის შეთანხმება ხორციელდება ნოტამის გამოცემის განაცხადის შევსებით, რომელიც უნდა გამოგვიგზავნოთ ელ. მისამართზე: ans@gcaa.ge Word-ის ფორმატში.
ნოტამი, რომელიც არ ეხება საჰაერო სივრცეს, არ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას და ინიციატორები ინფორმაციას პირდაპირ აწვდიან სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი ფორმით.
ნოტამი გამოიცემა ყოველთვის, როდესაც:
ა) გასავრცელებელი ინფორმაცია ატარებს დროებით ხასიათს და არის მოკლევადიანი;
ბ) ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუდმივი ცვლილება ან დროებითი ხასიათის გრძელვადიანი ცვლილება, გარდა დიდი მოცულობის ტექსტური და/ან გრაფიკული მასალისა, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გავრცელებას.
ვინ გამოსცემს ნოტამს?
საქართველოს შესახებ ნოტამს გამოსცემს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. ნოტამის გამოცემისთვის აუცილებელია ნოტამის გამოცემის ინიციატორმა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია.
ნოტამის გამოცემის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც საავიაციო ინდუსტრიის ცალკეული უწყებები, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იყენებს საჰაერო სივრცეს.
ნოტამის გამოცემასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია შემდეგი ნორმატიული აქტებით: