აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრას;
- აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვას და საფრენი მოედნების რეგისტრაციას;
- აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას, ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
- აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;
- სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას;
- სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი
კახაბერ აბრამიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)