ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
22:50 / 07 დეკ. '19
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს საავიაციო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო „რედისონში“ გამართული ღონისძიების ფარგლებში, მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საავიაციო დარგის განსაკუთრებულ როლზე და საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
|