უპილოტო საჰაერო ხომალდის (დრონის) ექსპლუატანტის (ოპერატორი) რეგისტრაცია სავალდებულოა თუ, სრულდება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობა:
• უპილოტო საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის 250 გრამი ან მეტი;
• დრონი აღჭურვილია კამერით ან სხვა სენსორით, რომელსაც შეუძლია პერსონალური მონაცემების დაფიქსირება/ჩაწერა (დრონის წონის მიუხედავად).

დიახ, რეგისტრაცია სავალდებულოა თუ 250 გრამზე ნაკლები დრონი აღჭურვილია კამერით ან ნებისმიერი სენსორით (ხმის დამფიქსირებელი, ლიდარი და სხვ).
თუ დრონი არ არის აღჭურვილი კამერით ან სხვა სენსორით, რომელსაც შეუძლია პერსონალური მონაცემების დაფიქსირება/ჩაწერა  და მისი მასა 250 გრამზე ნაკლებია – რეგისტრაცია არ არის სავალდებულო.

დიახ. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) წევრ ქვეყანაში მიღებული ექსპლუატანტის რეგისტრაცია არ მოქმედებს საქართველოში.

არა. დისტანციური პილოტის კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტის გავლა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დრონის მაქსიმალური ასაფრენი მასა 250 გრამზე მეტია.

არა. საქართველოში გაცემული დისტანციური პილოტის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

აგრო სამუშაოები მიეკუთვნება გაზრდილი რისკის ოპერაციებს, რადგან ამ ტიპის სამუშაოები ითვალისწინებს დრონის მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების დამტვერვას, შეწამვლას, სპეციალური ტვირთის დაკიდებით საავიაციო სამუშაოს წარმოებას და სხვა. შესაბამისად, ასეთი საქმიანობა საჭიროებს სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვას.

შენობების ფასადების დრონით წმენდა/მორეცხვა მიეკუთვნება გაზრდილი რისკის ოპერაციებს. ასეთი საქმიანობა საჭიროებს სააგენტოს მიერ გაცემულ ნებართვას.

ექსპლუატაციის ღია კატეგორიაში უპილოტო საჰაერო ხომალდით ფრენის მაქსიმალური სიმაღლე არის 120 მეტრი მიწის ზედაპირიდან.

აეროპორტების სიახლოვეს, „ღია“ კატეგორიის პირობებით ფრენა დასაშვებია აეროდრომის ოპერატორთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ხოლო რაც შეეხება „სპეციფიკურ“ კატეგორიის პირობებით აეროპორტის მახლობლად დრონის ექსპლუატაციას, ამ შემთხვევაში საჭიროა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამატებითი ნებართვა.

მაგალითად:

შემთხვევა ა („ღია“ კატეგორია): თქვენ გსურთ გადაიღოთ კერძო სახლი ან ლამაზი ხედი თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარე სოფელში. თქვენი დრონი იწონის 249 გრამს და ფრენთ დაბალ სიმაღლეზე (წესების დაცვით). ვინაიდან აეროპორტის ზონაა, ფრენამდე უნდა დაუკავშირდეთ აეროპორტის ოპერატორს და შეათანხმოთ მასთან ზემოთ აღნიშნული ფრენა.

შემთხვევა ბ („სპეციფიკური“ კატეგორია): თქვენ გსურთ აეროპორტის მიმდებარედ, მაღალ სიმაღლეზე (მაგალითად, 200 მეტრზე) გადაიღოთ კადრები კლიპისთვის ან გამოიყენოთ დიდი, 30-კილოგრამიანი პროფესიონალური დრონი. ვინაიდან „ღია“ კატეგორიის ლიმიტებს სცდებით, აეროპორტის გარდა, სავალდებულოა ოფიციალური ნებართვა აიღოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან.

უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციისთვის განსაზღვრული შეზღუდული და აკრძალული საჰაერო სივრცის ზონები დადგენილია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით.

დიახ. რეკრეაციული ფრენები დასაშვებია „ღია“ კატეგორიაში, თუ დაცულია „ღია“ კატეგორიისთვის დადგენილი პირობები.

დრონის ექსპლუატაცია ნებადართულია კერძო საკუთრების თავზე ექსპლუატაციის ღია კატეგორიაში, თუ დაცულია „ღია“ კატეგორიისთვის დადგენილი, ასევე, კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები.

ოპერატორი ვალდებულია არ დაარღვიოს მესამე პირების უფლებები. კერძო ტერიტორიის გადაღებისას/ფრენისას დრონის ოპერატორს აღნიშნულზე უნდა გააჩნდეს მესაკუთრის წინასწარი თანხმობა.

დიახ, უცხოელ ოპერატორებს შეუძლიათ საქართველოში დრონების ექსპლუატაცია, თუმცა მათზეც ვრცელდება იგივე წესები: ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია და დაიცვან საქართველოში მოქმედი მოთხოვნები.

დიახ. უცხო ქვეყნის მოქალაქე რეგისტრაციისთვის პირადად უნდა გამოცხადდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფისში (ქ. თბილისი, ორთაჭალა, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი) და ადგილზე იქონიოს პასპორტი, ქართული მობილური ოპერატორის აქტიური ნომერი (სმს-ის მიღების შესაძლებლობით) და ჰქონდეს იმ ელექტრონულ ფოსტაზე წვდომა რომელსაც გამოიყენებს რეგისტრაციისას.

ონლაინ რეგისტრაციის პორტალი ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში (ფლობენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან ბინადრობის ელექტრონულ ბარათს). ვინაიდან უცხოელ ოპერატორებს ეს მონაცემები არ აქვთ, მათთვის აუცილებელია სააგენტოში პირადად გამოცხადება.

უცხო ქვეყნის მოქალაქის ექსპლუატანტად რეგისტრაციისთვის საჭიროა:
• პასპორტი;
• მოქმედი ქართული SIM ბარათი (ადგილობრივი ნომერი);
• რეგისტრაციისას გამოყენებულ ელფოსტაზე წვდომა.

რეგისტრაცია არის უფასო და გრძელდება რამდენიმე წუთი.

არა. საქართველოში მიღებული ოპერატორის რეგისტრაცია მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

 საქართველოში გაცემული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი ვალიდურია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვარგარეთ გამგზავრებისას, აუცილებელია წინასწარ გაეცნოთ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნებს.

მაგალითად, ევროკავშირში (EASA-ს წევრ ქვეყნებში) ფრენისთვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ლუქსემბურგის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (DAC) უფასო ონლაინ კურსითა და ტესტირებით. მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებთ ევროპულ A1-A3 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს EASA-ს წევრ ქვეყნებში.

„ღია“ კატეგორიის დისტანციური პილოტი უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის (ან ნაკლები, თუ დრონი სათამაშოა ან პილოტი დრონით ფრინავს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ).

დიახ, „ღია“ კატეგორიაში ღამით ფრენა დასაშვებია, თუ დრონი აღჭურვილია მწვანე და წითელი ციმციმა მაშუქით, რათა პილოტმაც და სხვა საჰაერო ხომალდებმაც ადვილად შეამჩნიონ ის სიბნელეში.

შეკეთება (რემონტი): დრონის შეკეთება ნებადართულია მხოლოდ მწარმოებლის მიერ ავტორიზებული/ორიგინალი სათადარიგო ნაწილების გამოყენებით და ქარხნული ინსტრუქციების დაცვით.

ცვლილებების შეტანა (გადაკეთება): დრონის კონსტრუქციაში თვითნებური, არაქარხნული ცვლილებების შეტანა აკრძალულია. ნებისმიერი მოდიფიკაცია ცვლის საფრენი აპარატის მასას, მანევრირებასა და უსაფრთხოების მახასიათებლებს. დრონი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ქარხნულ კლასსა და წონას.

რეგისტრაციის ნომერი (Operator ID) მკაფიოდ, წასაკითხად და წარუშლელი ფორმით უნდა იყოს დატანილი დრონის კორპუსზე (ან ელემენტის ნაკვეთურში), რათა დაკარგვის ან ინციდენტის შემთხვევაში მფლობელის იდენტიფიცირება მოხდეს.

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის სააგენტოს ონლაინ პლატფორმა: https://uas.gov.ge/-ზე,   თქვენს ანგარიშში (account) შეგიძლიათ დაიმატოთ დრონი. ამისათვის უნდა შეავსოთ საიტის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ველები.

უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების რეგისტრაციის ონლაინ პლატფორმა uas.gov.ge-ზე თქვენს ანგარიშში (account) შეგიძლიათ დაიმატოთ დრონი. თუ დრონი არ არის ქარხნული წარმოების მოდელების ჩამონათვალში, ის უნდა დაიმატოთ როგორც ხელნაკეთი დრონი და შეავსოთ საიტის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ველები.