COVID-19 ფაქტები და მოვლენები
სამოქალაქო ავიაცია არის დარგი, რომელიც ტურიზმის სექტორთან ერთად ყველაზე მეტად დაზარალდა მსოფიოში COVID 19-ის გავრცელების გამო. ამავე დროს, ავიაცია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად, საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად ჩაერთო ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქრონოლოგიურად წარმოგიდგენთ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ავიაციის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს და COVID 19-ის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებმაც გავლენა იქონიეს საჰაერო მიმოსვლაზე.
(მონაცემები ექვემდებარება პერიოდულ განახლებას)
25 იანვარი, 2020 წელი – კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან პირდაპირი და ტრანზიტული რეისებით ჩამოსული მგზავრების თერმოსკრინინგი დაიწყო. მსოფლიოს მასშტაბით ეპიდემიის გავრცელების პარალელურად, ანალოგიური ზომები იქნა მიღებული ყველა მგზავრის მიმართ, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში.
პერიოდული აქტივობა: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელ ყველა ავიაკომპანიას დაევალა ინფორმაციის მოწოდება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთი. ეპიდსიტუაციიდან გათვალისწინებით, შემდგომ პერიოდში, ავიაკომპანიებს ასევე დაევალათ ინფორმაციის მოწოდება ირანიდან და იტალიიდან გამომგზავრებული პირების შესახებ. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვამდე, სააგენტო უზრუნველყოფდა ჯანდაცვის უწყებების ინფორმირებას მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მგზავრების შესახებ.
28 იანვარი, 2020 წელი – დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ (N164 განკარგულება).
29 იანვარი, 2020 წელი – საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას (China Southern Airlines).
პერიოდული აქტივობა: ავიასაწარმოებს ეგზავნებათ საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) და სხვა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების საინფორმაციო ბიულეტენები COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების და დაავადების ავიაციაზე ზეგავლენის შესახებ. ავიასაწარმოებს ასევე დაევალათ საქართველოს ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც ეხება ეკიპაჟის/პერსონალის სპეციალურ ეკიპირებას, მგზავრთა მიმართ გასატარებელ ღონისძიებებს, ბორტის/შენობის დეზინფექციას და ა.შ. სააგენტო უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA), ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL) და ევროპის საავიაციო კრიზისების საკოორდინაციო ქსელთან (EACC) მუდმივ კოორდინაციას და საქართველოში გატარებული ღონისძიებების შესახებ აღნიშნული ორგანიზაციის ინფორმირებას.
21 თებერვალი, 2020 წელი – ავიაკომპანია “Myway Airlines”-მა შეასრულა ჩარტერულლი რეისი ურუმჩი-თბილისის მიმართულებით, რომლის მეშვეობით საქართველოში ოცდაათამდე მოქალაქე დაბრუნდა. აღნიშნული ფრენის შემდეგ, პირველად მოხდა მგზავთა ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონაში.
23 თებერვალი, 2020 წელი – დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აცნობა ირანულ ავიაკომპანიებს. ამასთან, ავიაკომპანიებს (Taban Airlines; Qeshm Airlines; Zagros Airlines) შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრენილიყვნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და მოეხდინათ საქართველოდან ტურისტების გაყვანა ირანის მიმართულებით.
26 თებერვალი, 2020 წელი – საქართველოში COVID 19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ირანში მოგზაურობის ისტორიის მქონე მამაკაცი ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოვიდა.
პერიოდული აქტივობა: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს რომლებიც რეგულარულ და ჩარტერულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებდნენ საქართველოს მიმართულებით, დაევალათ სპეციალური ჯანმრთელობის ფორმის – Public Health Passenger Locator Form-ის დარიგება მგზავრებისთვის.
6 მარტი, 2020 წელი – დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებდნენ საქართველოსა და იტალიას შორის, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
10 მარტი, 2020 წელი – პირველად შესრულდა საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სპეციალური რეისები, კერძოდ, ავიაკომპანია „Georgian Airways”-ის მიერ განხორციელდა ორი ჩარტერული ფრენა თბილისი-რომი-თბილისის საჰაერო ხაზზე. ფრენების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს ორგანიზებით, ავიაკომპანიებს ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი ჯანდაცვის უწყებების და ლუგარის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.
11 მარტი, 2020 წელი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
21 მარტი, 2020 წელი – საქართველოში გამოცხადდა საგაგნგებო მდგომარეობა. 2020 წლის 21 მარტიდან სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით. შეზღუდვა არ გავრცელდა სარეპატრიაციო, სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიულ, ავარიულ, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ ფრენებზე.
პერიოდული აქტივობა: საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლების, ავიაკომპანიების და ეკიპაჟის წევრების საყურადღებოდ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს NOTAM-ების პერიოდულ გამოცემას და გამოქვეყნებას საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაწესებული შეზღუდვების შესახებ.
პერიოდული აქტივობა: რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის პირობებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ, იდენტიფიცირებულ იქნა ის ქალაქები სადაც მაღალი იყო საქართველოს მოქალაქეთა კონცენტრაცია ან შესაძლებელი იქნებოდა მოქალაქეთა სხვადასხვა მიმართულებებიდან მობილიზება. შედეგად, ასეთი ქალაქებიდან დაიგეგმა და შესრულდა არაერთი რეისი. მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, გახორციელდა 40-მდე სპეციალური რეისი. აღნიშნული რეისებით მოხერხდა საქართველოს 6000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება. არაერთი ფრენა განხორციელდა ასევე ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ გამგზავრების მიზნით. სპეცრეისების გარდა, სრულდებოდა ჩარტერული და რეგულარული ფრენები, რომელთა რაოდენობამ 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა დაახლოებით 800 ფრენა. აღნიშნული ფრენების განსახორციელებლად საჭირო ნებართვების გაცემა სააგენტოს მიერ მიმდინარეობდა და გრძელდება შეუფერხებლად, 24 საათიან რეჟიმში. ნაკადების მართვის და მოქალაქეების ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, რეისები კოორდინირდება რამდენიმე უწყებასთან.
22 მარტი, 2020 წელი – საქართველოში დაიწყო COVID 19-ის შიდა გადაცემის პროცესი.
23 მარტი, 2020 წელი – დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის N181 დადგენილება.
7 აპრილი, 2020 წელი – EUROCONTROL-ის წევრმა სახელმწიფოებმა და მათ შორის საქართველომ, ავიაინდუსტრიისთვის 1.1 მლრდ ევროს მოცულობის გადასახადების გადავადების საკითხს დაუჭირეს მხარი. ინიციატივის თანახმად, ავიაკომპანიებს მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი გადაუვადდათ შემდეგი სქემით: მიმდინარე წლის თებერვლის გადასახადის გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2020 წლის ნოემბერში, მიმდინარე წლის მარტის – 2021 წლის თებერვალში, მიმდინარე წლის აპრილის – 2021 წლის მაისში, ხოლო მიმდინარე წლის მაისის – 2021 წლის აგვისტოში.
13 აპრილი, 2020 წელი – საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, საქართველოში ჩამოფრინდა პირველი საჰაერო ხომალდი ეკიპაჟის დასვენების მიზნით. საქართველოში ეკიპაჟების მოზიდვის მიზნით, სააგენტოს მიერ მომზადდა წინადადება ავიაკომპანიებისთვის და აეროპორტის მიწისზედა მომსახურების ოპერატორებისთვის, ასევე შემუშავდა პროტოკოლი ეკიპაჟების უსაფრთხო ტრანსპორტირების და სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სასტუმროებში განთავსების შესახებ. გეოგრაფიული მდებარეობის, ნებართვების მიღების გამარტივებული პროცედურების და მიღებული უსაფრთხოების ზომების გამო, პროექტი მიმზიდველი გახდა უცხოური ავიაკომპანიებისთვის. 2020 წლის 13 აპრილიდან 1 დეკემბრამდე, ეკიპაჟის დასვენების მიზნით შესრულდა 541 ფრენა. საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 2270 ეკიპაჟის წევრი (სხვადასხვა ვადით). პროექტში ჩაერთვნენ ახალი ავიაკომპანიები: Antonov, Air X Charter, Air Hamburg, Harmony Jet, Ukrainian Wings, Fleet Air და სხვა. პროექტმა ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 7 მილიონი მილიონის შემოსავალი მოუტანა სერვისის მიმწოდებლებს (აეროპორტი, სააერნაოსნო მომსახურების საწარმო, საწვავ გამმართველი საწარმო, ბაზრის სხვა შედარებით მცირე მოთამაშეები). ამასთან, ინიციატივა ხელს უწყობს საჰაერო ნაკადების უწყვეტობის შენარჩუნებას საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის პერიოდში, სასტუმროების და სატრანსპორტო კომპანიების დატვირთვის უზრუნველყოფას და სხვ.
17 აპრილი, 2020 წელი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაამტკიცა დროებითი საშეღავათო ღონისძიებები სერტიფიცირებული სუბიექტების მიმართ (სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N76 ბრძანება “ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ”).
სააგენტომ შეისწავლა წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების (ICAO, EASA, FAA) მიერ, პანდემიის ფარგლებში მიღებული ანალოგიური შემარბილებელი მექანიზმები და გაიზიარა ის მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს გარკვეული მოთხოვნების შემსუბუქებას – ფრენის უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების სტანდარტების სრულად შენარჩუნებით. პირობები ძირითადად ითვალისწინებს გარკვეული მოწმობების, სერტიფიკატების და საშვების მოქმედების ვადების გახანგრძლივებას და/ან მოთხოვნების შემსუბუქებას. შეღავათები დაუწესდა ავიაკომპანიებს, პილოტებს, ბორტინჟინრებს, საავიაციო უშიშროების პერსონალს, სახიფათო ტვირთების მომსახურე ოპერატორებს. ბრძანებით განსაზღვრული საშეღავათო პირობების მოქმედება გრძელდება.
საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების, ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ასოციაციების რეკომენდაციების და სხვადასხვა სახელწმიფოების მიერ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს გადაუვადდათ ბილეთის საფასურის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, მგზავრს, რომლის ფრენაც გაუქმდა პანდემიის მიზეზით, უფლება აქვს მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, 2021 წლის პირველი იანვრიდან.
გარდა უშუალოდ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შემამსუბუქებელი ღონისძიებებისა, სააგენტომ 2021 წლის პირველ ივლისამდე შეაჩერა „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის №98 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც წარმოადგენს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის შეჩერებისა და გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს, 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში ავიაგადამზიდველის მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ქართული ავიაკომპანიების საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების პროცესს.
5 ივნისი, 2020 წელი – მგზავრთა და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ამოქმედდა სავალდებულო რეგულაციები, რომლებიც მოიცავს გაფრენისა და მოფრენის ტერმინალში/დარბაზში, ასევე საჰაერო ხომალზე გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებს. წესები და რეკომენდაციები შემუშავდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან თანამშრომლობით. სხვა სახელმწიფოებთან ჰარმონიზირებული და ერთგვაროვანი მოთხოვნების დადგენის მიზნით გათვალისწინებულ იქნა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაციები და სახელმძღვანელო მასალები. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, კონსულტაციები გაიმართა ავიასაწარმოებთან.
2 აგვისტო, 2020 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Lufthansa);
5 აგვისტო, 2020 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რიგა-თბილისი-რიგის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია airBaltic) ეპიდემილოგოგიური მდგომარეობის გამო რეისების შესრულება შეწყდა;
8 აგვისტო, 2020 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Air France);
2 ოქტომბერი, 2020 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Georgian Airways);
4 ოქტომბერი, 2020 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რიგა-თბილისი-რიგის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Wizz Air). ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, რეისების შესრულება შეწყდა;
20 ოქტომბერი, 2020 წელი – საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შეზღუდვა არ გავრცელდა იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდებოდა/უნდა შესრულებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი. შეზღუდვა ასევე მოიხსნა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე: კატოვიცე, ვილნიუსი დორტმუნდი;
18 ნოემბერი, 2020 წელი – საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 2020 წლის 31 დეკემბრამდე;
16 დეკემბერი, 2020 წელი – საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით;
28 იანვარი, 2021 წელი – განახლდა საჰაერო მიმოსვლა დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Flydubai);
30 იანვარი, 2021 წელი – განახლდა საჰაერო მიმოსვლა შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Air Arabia);
1 თებერვალი, 2021 წელი – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა;
1 თებერვალი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანიები Ukraine International Airlines (UIA) და SkyUp Airlines);
4 თებერვალი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Belavia);
4 თებერვალი, 2021 წელი – ავიაკომპანიებმა Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირება განაახლა და ფრენის სიხშირეები გაზარდა;
15 თებერვალი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Qatar Airways);
3 მარტი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Turkish Airlines);
16 მარტი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ალმათი – თბილისი – ალმათის მიმართულებით (ავიაკომპანია Air Astana);
19 მარტი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Azerbaijan Airlines);
28 მარტი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Air Baltic);
28 მარტი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ვარშავა – თბილისი – ვარშავას მიმართულებით (ავიაკომპანია LOT Polish Airlines);
30 აპრილი, 2021 წელი – უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მა კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო;
2 მაისი, 2021 წელი – ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყო (ატირაუ – ქუთაისი – ატირაუ; აქტაუ – ქუთაისი – აქტაუ და ნურსულთანი – ქუთაისი – ნურსულთანი);
17 მაისი, 2021 წელი – საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Flynas-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლა. რეისები თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით რიადიდან, ჯედადან და დამამიდან სრულდება;
3 ივნისი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰერო მიმოსვლა ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Aegean Airlines-ი);
3 ივნისი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Jazeera Airways);
4 ივნისი, 2021 წელი – მოლდოვურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FLYONE-მა კიშინიოვი – ბათუმი – კიშინოვის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო;
6 ივნისი, 2021 წელი – ყაზახურმა ავიაკომპანია SCAT Airlines-მა აქტაუ – ბათუმი – აქტაუს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყო;
15 ივნისი, 2021 წელი – სომხურმა ავიაკომპანია Armenia-მ ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონური ჩარტერული ფრენების შესრულება დაიწყო;
16 ივნისი, 2021 წელი – ომანის სახელმწიფო ავიაკომპანიამ OMAN AIR-მა მასკატი – თბილისი – მასკატის მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყო;
1 ივლისი, 2021 წელი – არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi-მ აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო;
4 ივლისი, 2021 წელი – გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო;
5 ივლისი, 2021 წელი – განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ბაჰრეინი – თბილისი – ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Gulf Air-ი);
14 ივლისი, 2021 წელი – ავიაკომპანია FlyArystan-მა დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება – შიმკენტი – ქუთაისი – შიმკენტი;
18 ივლისი, 2021 წელი – ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Air Manas-მა ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო;
31 ივლისი, 2021 წელი – ლიბანურმა ავიაგადამყვანმა Middle East Airlines (MEA)-მ მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების შესრულება დაიწყო ბეირუთი – თბილისი – ბეირუთის საჰაერო ხაზზე;
2 აგვისტო, 2021 წელი – ლიეტუვის ავიაკომპანია Getjet-მა ვილნიუსი – ბათუმი -ვილნიუსის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შესრულება დაიწყო;
4 აგვისტო, 2021 წელი – ავიაკომპანია Belavia-მ მინსკი – ქუთაისი – მინსკის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო;
5 აგვისტო, 2021 წელი – ესტონურიმა ავიაკომპანია Smartlynx- მა ტალინი – ბათუმი – ტალინის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო;
11 აგვისტო, 2021 წელი – ავიაკომპანია Georgian Airways-მა თბილისი – მინსკი – თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება დაიწყო;
12 აგვისტო, 2021 წელი – განახლდა საჰაერო მიმოსვლა ამანი – ბათუმი – ამანის საჰაერო ხაზზე (ავიაკომპანია Fly Jordan);
22 აგვისტო, 2021 წელი – ავიაკომპანია SCAT Airlines-მა აქტობე – თბილისი – აქტობეს საჰაერო ხაზზე, რეგულარული ფრენების განხორციელება დაიწყო;