ავისამედიცინო ცენტრის / ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება
ავიასამედიცინო ცენტრი და ავიასამედიცინო ექსპერტები, რომლებიც ახორციელებენ ავიასპეციალისტების სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას.
ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირებას და მათ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის N4 ბრძანება) შესაბამისად. წესის მიზანია სამოქალაქო ავიაციის სფეროში, ავიასპეციალისტთა უსაფრთხო და ეფექტური საქმიანობის განხორციელება და ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავიასპეციალისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების დადგენის, ავიასპეციალისტთა სამედიცინო სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრისა და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების გზით.
ავისამედიცინო ცენტრის და ექსპერტის სერტიფიცირების პირობები, სააგენტოს უფლებამოსილებები, ასევე ავიასპეციალისტის მიმართ წაყენებულ სამედიცინო მოთხოვნებს და ვალდებულებები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში: