საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმებას;
  • ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმებას;
  • აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასებას და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრას;
  • მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული სახელმწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის;
  • კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფას;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრას;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასაწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

 

საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი

გვანცა კერესელიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:  + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 121)