გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და მათი ანალიზის უზრუნველყოფას;
- საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნას, ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცებას;
- საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისის რეესტრის წარმოებას;
- სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობას და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლებას;
- საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობას;
- საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი
მინდია მინდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი
ტელ (24/7): + (995 32) 236 40 51