ჩვენს შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის დარგის რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობას, კონტროლს და შესაბამისი მომსახურებების გაწევას.
ჩვენი უმთავრესი მიზნებია: სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მაღალი სტანდარტების დანერგვა ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვით, მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა.
განვითარება და მიღწევები: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 15 აპრილს, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად. გადაწყვეტილება საავიაციო ხელისუფლების შექმნის შესახებ მიღებულ იქნა 2010 წელს და მის მიზანს საქართველოში ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესება წარმოადგენდა.
განხორციელებულმა რეფორმამ სააგენტოს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა ეფექტური კონტროლი ფრენების უსაფრთხოებაზე, ჩამოეყალიბებინა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, აეყვანა და ჰყოლოდა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი, ჰქონოდა საკუთარი ფინანსური რესურსები აღნიშნული სპეციალისტებისათვის კონკურენტუნარიანი სახელფასო პაკეტის შეთავაზების, მათი შენარჩუნების და პროფესიული მომზადებისთვის.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები 32%-დან 87.64%-მდე გააუმჯობესა. რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით 58%-დან 87.8%-მდე გაუმჯობესდა. 2018 წელს ჩატარებული ICAO-ს აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ, ხოლო ევროპაში მეათე ადგილზეა.
ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასთან და ა.შ. დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების (CAA-A)” ფარგლებში, უკვე დაინერგა ოცდაათზე მეტი რეგულაცია, მათ შორის მგზავრთა უფლებების დაცვის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების (ევროკავშირის SAFA-ს პროგრამა), ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები;
ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, 2019 წელს, ICAO-ს ასამბლეაზე, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
მენეჯმენტი
დირექტორი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 29 იანვარი
განათლება:
09.1998-05.2003 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იურიდიული ფაკულტეტი; იურისტი
სამუშაო გამოცდილება:
04. 2023 – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი;
10. 2022 – 03. 2023 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
03. 2019 – 10. 2022 სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე:
01. 2016 – 02. 2019 შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი;
07. 2011 – 01. 2016 შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ ადმინისტრაციული დირექტორი;
05. 2011 – 07. 2011 შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ იურიდიული და სახელშეკრულებო განყოფილების უფროსი;
03. 2010 – 05. 2011 შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ იურიდიული განყოფილების უფროსი;
07. 2005 – 03. 2010 იურისტი, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;
01. 2005 – 12. 2005 შპს „ვორლდ ინტერნეიშენალის“ ადმინისტრაციული დირექტორი;
03. 2004 – 01. 2005 იურისტი, „შპს ვორლდ ინტერნეიშენალი“.
სასწავლო კურსები:
საავიაციო უშიშროების მართვის პროგრამა, Singapore Aviation Academy, 2019 წელი;
უსაფრთხოების მართვის სისტემა, Flight Safety Solutions LTD, 2015 წელი.
ამჟამად, პოზიცია ვაკანტურია.
დირექტორის მოადგილე
დაბადების თარიღი: 1978 წლის 19 ივნისი
განათლება:
09.2001-02.2003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია მაგისტრი
09.1996-07.2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი, ეკონომისტ–მენეჯერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი ბაკალავრი
კომპანია “Boeing”-ის სტიპენდიანტი
სამუშაო გამოცდილება:
სექტემბერი, 2018 – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
2011 – 2018 გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;
2007 – 2011 გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;
2006 – 2007 გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
2004 – 2006 საავიაციო ბაზრის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციასლიტი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;
2003 – 2004 საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;
2002 – 2003 საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს სპეციალისტი, სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;
2001 – 2002 სერტიფიცირებისა და ფრენის უსაფრთხოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;
1998 – 2001 გადაყვანა-გადაზიდვების სამსახურის დისპეტჩერი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
სასწავლო კურსები:
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), ევროკავშირის რეგულაცია 95/93 აეროპორტის სლოტების განაწილების შესახებ (2018წ.);
ერთობლივი საავიაციო ხელისუფლებების სასწავლო ორგანიზაცია (JAA TO), სახიფათო ტვირთების სასწავლო კურსი სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებების თანამშრომლებისა და აეროპორტების ხელისუფლებისათვის (2017წ.);
ბირთვული უშიშროების ეროვნული ადმინისტრაცია (USA), რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების უშიშროება (2016წ.);
უკრაინის საავიაციო სერვის ცენტრი (IATA Accredited Training School), სახიფათო ტვირთების გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით (მე-6 კატეგორია) (2015წ.);
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), მარეგულირებელთა აუდიტის ტექნიკა (2015წ.);
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), (ტრასეკა) ინიციატივა მენეჯერებისთვის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატი (2014);
ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA), საჰაერო მომსახურებების ექსპლუატაცია – ლიცენზირებისა და დაზღვევის მოთხოვნები ავიაკომპანიებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისათვის (2013წ.);
CAA International Limited (CAAI), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სახიფათო ტვირთების ინსპექტორის თეორია და პრაქტიკული სწავლება (2013წ.);
ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროკავშირის დირექტივა 96/67 – სახმელეთო მომსახურების ბაზარზე დაშვება (2013წ.);
ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 2027/97 – ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა უბედური შემთხვევების დროს (2013წ.);
ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 1107/2006 – შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა უფლებები (2013წ.);
ლუქსემბურგის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო, უსაფრთხოებისა და ხარისხის აუდიტი სახმელეთო ექსპლუატაციისას (2012წ.);
ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 261/2004 – ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმებასა და ხანგრძლივ დაგვიანებასთან დაკავშირებით (2012წ.);
თვინინგის პროექტი – Harmonization with EU norms of the legislation and standards of Georgia in the field of Civil Aviation, ევროპის რეგულაცია 1008/2008 – გადაყვანა-გადაზიდვის წარმოების მოწმობის მინიჭება (2012წ.);
სინგაპურის საავიაციო აკადემია, სამოქალაქო ავიაციის მართვის პროგრამა (2008წ.);
სინგაპურის საავიაციო აკადემია, აეროპორტის ტერმინალის ოპერირება და მენეჯმენტი (2007წ.);
პროექტები:
EU-TRACECA Civil Aviation Project II, 03.2012-05.2015, პროექტის კოორდინატორი საქართველოში
დამატებითი ინფორმაცია:
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2011 წ.)
დირექტორის მოადგილე
დაბადების თარიღი: 1976 წლის 14 მაისი.
განათლება:
1993-1998 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტოლოგია და საერთაშორისო სამართალი
სამუშაო გამოცდილება:
ივნისი, 2023 – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
2021-2023 – წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში, ავიაკომპანია Georgian Airways;
2020-2021 – კომერციული დეპარტამენტის დირექტორი, ავიაკომპანია Georgian Airways;;
2015 -2020 – წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში, ავიაკომპანია Georgian Airways;
2013-2015 – გენერალური დირექტორის მრჩეველი, „საქაერონავიგაცია“;
2007-2012 – წარმომადგენელი ბელორუსის რესპუბლიკაში, ავიაკომპანია Georgian Airways;
2002-2007 – მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის უფროსი, ავიაკომპანია Georgian Airways;
2000-2002 – სატვირთო გადაზიდვების მენეჯერი, ავიაკომპანია Georgian Airways;
1999-2000 – კომერციული გაყიდვების მენეჯერი, ავიაკომპანია Airzena.
სტრუქტურა
დეპარტამენტები
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და მათი ანალიზის უზრუნველყოფას;
- საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნას, ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცებას;
- საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისის რეესტრის წარმოებას;
- სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობას და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლებას;
- საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობას;
- საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
- საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი
მინდია მინდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი
ტელ (24/7): + (995 32) 236 40 51
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრას;
- აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვას და საფრენი მოედნების რეგისტრაციას;
- აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას, ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
- აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;
- სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას;
- სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი
კახაბერ აბრამიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოებას;
- საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- საავიაციო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას;
- კომპლექსური საჰაერო ხომალდით საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მარშრუტზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდურ შემოწმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეთანხმებას, მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების და საწაფის აღიარების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას (SAFA/RAMP);
- ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინპექტირების დეპარტამენტი
კახა ჩაჩავა
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 109)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაციას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენას და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემას;
- ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
- საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირებას (SAFA/RAMP);
- უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
- საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაციის/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი
გიორგი მაყაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 110)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
- სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
- საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობას;
- საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
- საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობას;
- საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობას;
- ფრენის პროცედურების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმებას, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენას და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაციას/ვერიფიკაციას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
- სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას;
- სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
- შესაბამისი ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგს და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენას/შედგენის კოორდინირებას/შეთანხმებას და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენას;
- საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
- კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას;
სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი
დავით ჭეიშვილი
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;
- სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმებას;
- ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმებას;
- აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვის გაცემის პროცესის წარმართვას;
- საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
- სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასებას და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრას;
- მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული სახელმწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის;
- კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფას;
- საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრას;
- საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასაწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი
გვანცა კერესელიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 121)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაციას, რეგისტრაციის მოწმობის გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაციას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
- უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის (ავტორიზაცია) გაცემას, მასში ცვლილებების შეტანას, გაუქმებას;
- დისტანციური პილოტის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემას, გამოცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, განახლებას, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
- ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეზღუდვას, შეჩერებას, აღდგენას და გაუქმებას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
- კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების ანალიზს;
- უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვების დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
- უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
აკაკი მაისაია
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 106)
ელ.ფოსტა: UAS-GA@gcaa.ge
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფას;
- სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობას;
- სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაციას;
- სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;
- სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირებას და მის ზედამხედველობას;
- სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს;
- მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვას და რეგულარული განხორციელებას;
- სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენას, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს;
- ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
- ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავებას;
- ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათზე რეაგირების მონიტორინგს;
- ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგებას;
- საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შეტყობინებების სტატისტიკურ ანალიზს, დამუშავებას და წლიური ანგარიშის მომზადებას, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოებას, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლას სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან;
- ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობას;
- შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.
ხარისხის მართვის დეპარტამენტი
თამარ ლუტიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებას და კოორდინაციას;
- სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
- სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვას და კოორდინაციას;
- თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვას და ორგანიზებას;
- საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვას;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობას;
- კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელებას და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
- სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
- საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღებას, შეხვედრების ორგანიზებას და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვას;
- საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
- სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
- საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოებას და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდებას დადგენილი ფორმების შესაბამისად;
- საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასებას და ანალიზს, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას, მათი ფინანსური მდგრადობის შეფასებას, ანალიზს და მუდმივ ზედამხედველობას;
- სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღებას;
- სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას.
- საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაციას, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნას;
- საარქივო მასალების შენახვას, არქივის წარმოებას და სხვა.
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ვერიკო ბახტაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)
ელ.მისამართი: office@gcaa.ge
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
- სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზს და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
- კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავებას – განხილვაში მონაწილეობას;
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას;
- ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
- სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადებას საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
- კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
- სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზას;
- სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირებას;
- სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.
სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი
ნინო წოტოიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 122)