2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი სამგზავრო ფრენებს კიოლნი – თბილისი – კიოლნის მიმართულებით შეასრულებს. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, Eurowings-ი ფრენებს 2 ივლისიდან 22 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შეასრულებს. ავიარეისები A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კიოლნი – თბილისი – კიოლნის საჰაერო ხაზი ახალ მიმართულებას წარმოადგენს ავიაკომპანიისთვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა. ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირება 2021 წელს დაიწყო