საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 5 686 748 მგზავრს მოემსახურა, რაც 26%ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 37%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
2024 წლის პირველ 9 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 622 830 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 22%-ს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 284 997 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით 6%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 753 485 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 43%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ცხრა თვესთან მიმართებაში კი 44%-ი.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 24 348 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 25%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ი.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, 2023 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 28%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 114%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 219 876 ერთეული გადაფრენა.
დადებითი დინამიკა ნარჩუნდება საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2024 წლის იანვარ-სექტემბერში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17216.208 ტონა შეადგინა. 2023 წლის 9 თვესთან შედარებით, ტვირთბრუნვა 24%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 53 ავიაკომპანია 104 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.