„რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველებზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23-ე დადგენილების შესაბამისად, 2024 წლის 19 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განაცხადი თბილისი – თელ ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 10 სიხშირით რეგულარული ფრენების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2012 წლის 6 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია კვირაში 56 სიხშირის განხორციელება.