სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის დარგის რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობას, კონტროლს და შესაბამისი მომსახურებების გაწევას. საქმიანობის ისეთი ძირითადი პროცესების განხორციელების ფარგლებში, როგორიცაა ავიასწარმოებისა და ავიასპეციალისტების სერტიფიცირება, მათი მუდმივი ზედამხედველობა, მგზავრთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგი და სხვა, უწყება ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას. გარდა ამისა, როგორც დამსაქმებელი, სააგენტო პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შრომითი და წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებშიც.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა ხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
პესონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
ჩვენთან თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
- არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
- მონაცემთა დამუშავება საჭიროა სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, მათ შორის, ეპიდემიის მონიტორინგის ან/და მისი გავრცელების აღკვეთის, ჰუმანიტარული კრიზისების, ბუნებრივი და ადამიანის მოქმედებით გამოწვეული კატასტროფების სამართავად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვის, მათ შორის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და სხვა მიზნებისთვის;
- მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია და/ან მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა თავად მონაცემთა სუბიექტმა.
გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დამუშავება/გადაცემა დასაშვებია თუ ამ მონაცემთა დამუშავება აკრძალული არ არის მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მიერ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა გარდაცვალებამდე წერილობით აკრძალა მისი გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი.). გარდაცვლილი პირის სახელის, გვარის, სქესის, დაბადებისა და გარდაცვალების თარიღების დამუშავება დასაშვებია.
სააგენტოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას დაცულია შემდეგი პრინციპები:
- მონაცემები მუშავდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
- მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;
- მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ მინიმალური მოცულობით, რომელიც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად;
- მონაცემები ინახება მხოლოდ კანონით განსაზღვრული ვადით, ან იმ ვადით რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად;
- მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სააგენტოს (დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს) მოსთხოვოს იმის დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:
- მის შესახებ იმ მონაცემის თაობაზე, რომელიც მუშავდება, აგრეთვე ამ მონაცემის დამუშავების საფუძვლისა და მიზნის შესახებ;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ;
- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე.
მონაცემთა სუბიექტს ასევე აქვს:
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლების, შევსების უფლება;
- დამუშავების გამოთხოვის, შეწყვეტის, წაშლის, დაბლოკვის, განადგურების უფლება.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
სალომე სანიკიძე
ტელ: + (995 32) 294 80 02
ელ.მისამართი: s.sanikidze@gcaa.ge