საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air შემდეგი განრიგით განახორციელებენ:
- 13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა – თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 20:05);
- 15 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ბარსელონა – თბილისი (გაფრენა 11:55, მოფრენა 22:25);
- 17 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – რომი – თბილისი;
- 22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი (ბოვე) – თბილისი – პარიზი (ბოვე) (გამოფრენა 16:50; ჩამოფრენა 21:20; გაფრენა თბილისიდან 23 ივლისი 09:00);
- 25 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 12:00, მოფრენა 20:40);
- 28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ათენი – ქუთაისი – ათენი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. ავიაბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.