“რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წლის 15 ივნისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია ,,Myway Airlines“-ის განაცხადი ბათუმი-თელ-ავივი-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.
საქართველოსა მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2012 წლის 6 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, თითოეულ მიმართულებაზე, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.