სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • აეროდრომების, ვერტოდრომების სერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა;
  • აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია;
  • აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
  • ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
  • საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
  • აეროდრომებისა და ვერტოდრომების  უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო – სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება, კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
  • საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა.