გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

 

  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და მათი ანალიზის უზრუნველყოფას;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნას, ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცებას;
  • საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისის რეესტრის წარმოებას;
  • სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობას და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლებას;
  • საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობას;
  • საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

 

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი

მინდია მინდიაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი

ტელ (24/7): + (995 32) 236 40 51