“რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  №23-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ  2021 წლის 27 ივლისს, უწყებაში შემოვიდა ავიაკომპანია ,,Georgian Airways“-ის განცხადება თბილისი – მინსკი – თბილისის საჰაერო ხაზზე  რეგულარული ფრენების განხორციელების თაობაზე, კვირაში 2 სიხშირით.

საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 13 დეკემბრს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 2.1 პუნქტის შესაბამისად, მინსკი – თბილისი – მინსკის საჰაერო ხაზი თითოეული მხარის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის არის შეზღუდული კვირაში 14 სიხშირით.