ქალაქ რიადში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN2023) ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ისლანდიისა და სეიშელის რესპუბლიკების საავიაციო ხელისუფლებებთან.

წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, გაფორმდა უერთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებიც საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებამდე, ისლანდიასთან და სეიშელთან პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.

მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, დაინტერესებულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ პირდაპირი რეგულარული ფრენები შესაბამისი ქვეყნების ნებისმიერ პუნქტებს შორის.