საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ირანულ ავიაკომპანიებს. ამასთან, ავიაკომპანიებს (Taban Airlines; Qeshm Airlines; Zagros Airlines) შესაძლებლობა ეძლევათ ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გაყვანა ირანის მიმართულებით.

შეზღუდვა მოქმედებს ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.