საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სამხედრო-სამოქალაქო დირექტორატის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩეველი სამხედრო მიმართულებით გენერალ-მაიორი კარსტენ სტოი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საჰაერო მოძრაობის მართვის და სამოქალაქო და სახელმწიფო დანიშნულების (სამხედრო) ავიაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საჰაერო მიმოსვლის ზრდის ფონზე, საჰაერო სივრცეში ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის, ტექნოლოგიურ წინსვლასთან ადაპტაციის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებათაშორის კოორდინაციის მნიშვნელობას.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის გაუმჯობესების და შესაბამისი სპეციალისტების პროფესიული მომზადების კუთხით გაწეული ხელშეწყობისთვის, ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული მხარე მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას როგორც ევროპული კანონმდებლობასთან ჰარმონაზაციის და შესაბამისი რეფორმების განხრორციელების, ისე ერთობლივი პროექტის აქტივობებეში ჩართულობის მიმართულებით. EUROCONTROL-ის სამხედრო-სამოქალაქო დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპის რეგიონის საჰაერო მიმოსვლის მართვაში, რადგან მას აქვს დამაკავშირებელი ფუნქცია კონტინენტსა და ახლო და შორეულ აღმოსავლეთს შორის. კარსტენ სტოის თქმით, ორგანიზაცია კვლავაც მზადაა დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს საჰაერო მოძრაობის მართვის მოდერნიზების პროცესში.