ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. ამისათვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინება მოცემულ ფორმაში.