მინდია მინდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი
ტელ/ფაქსი (24/7): + (995 32) 236 40 51
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება;
უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;
ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა;
საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
საავიაციო სატვირთო ტერმინალებისსერტიფიცირება და შესაბამისის რეესტრის წარმოება;
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
საჭიროების შემთხვევაში „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ გათვალისწინებული დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციების შესრულება;
საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობის მიღება;
საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;
საჰაერო გადაყვანაგადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება.
ლევან მოსეშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის ფუნქციებია:
აეროდრომების, ვერტოდრომებისსერტიფიცირება და მათზე ზედამხედველობა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების რეგისტრაცია;
აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ავიასაწვავგასამართი საწარმოების სერტიფიცირება, მათი ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საწვავგასამართი საწარმოების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ტექნიკური პერსონალის მოწმობების გაცემა;
აეროდრომებისა და ვერტოდრომების უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში, საავარიო სამაშველო სამუშაოებში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა და საავარიო – სამაშველო სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების და სახელმძღვანელო მასალის პროექტების მომზადება;
კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონების განსაზღვრა.
კახა ჩაჩავა
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 109)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება;
სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება;
ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა;
ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება;
აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზეზედამხედველობა;
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საავიაციო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა.
საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი
გიორგი მაყაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 110)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
სამოქალაქოსაჰაეროხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საჰაეროხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა;
ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოებისსააგენტოს მოთხოვნებისშესაბამისად;
უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება;
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად;
საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება.
ლადო ყულჯანიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება, ზედამხედველობა, ინსპექტირება, უწყვეტი მონიტორინგი და საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების განმახორცილებლად დანიშვნის საკითხის განხილვა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობა;
საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში, ძებნა-შველის სამუშაოებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების შეთანხმება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ძებნა-შველაში ჩართული მონაწილე მხარეების ზედამხედველობა;
საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადის ორგანიზების ზედამხედველობა;
სახელსაწყო ფრენის პროცედურების განხილვა;
სააერნაოსნო რუკების, სახელსაწყო ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენასა და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობა;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება;
საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის თეორიული და პრაქტიკული მომზადების სასწავლო პროგრამების შეთანხმებაში მონაწილეობა;
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება;
კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა;
ევროპული ერთიანი ცის (SES) და ევროპის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM Master Plan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენა/შედგენის კოორდინირება, ზედამხედველობა და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის წარდგენა.
გვანცა კერესელიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ/ფაქსი: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 121)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა;
სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობა;
კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა;
ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა;
ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმება;
აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და ავტროსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვების გაცემა;
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის საფუძველზე საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასება და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრა;
მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული სახელომწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის;
კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევა;
კომპეტენციის ფარგლებში სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლებისგანსაზღვრა;
საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასასწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმება;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება.
აკაკი მაისაია
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 106)
ელ.ფოსტა: UAS-GA@gcaa.ge
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია, რეგისტრაციის მოწმობის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
უპილოტო საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა;
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციისთვის თანხმობის სერტიფიკატის გაცემა, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანა, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება, აღდგენა და გაუქმება;
დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის პერსონალის სერტიფიცირება და შესაბამისი კატეგორიის პილოტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება;
უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება, შეჩერება, გაუქმება;
უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტების საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა;
საერთო დანიშნულების ავიაციის, მათ შორის საავიაციო სამუშაოების, სპეციალიზებული ექსპლუატაციის სხ-ების (მათ შორის ძრავის გარეშე), კომპლექსური ძრავის მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის შესახებ და ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება.
თამარ ლუტიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ხარისხის მართვის დეპარტამენტის სამოქმედო სახელმძღვანელოს შემუშავება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრის ჩათვლით და მისი შესრულების უზრუნველყოფა სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით;
სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების ასახვა შესაბამის სახელმძღვანელო დოკუმენტებში;
სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის კონსოლიდაცია და მისი შესრულების მონიტორინგი;
სააგენტოს მართვის სისტემის,სააგენტოშიწარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების (ინსპექტირება, შიდა აუდიტი) დაგეგმვა და რეგულარული განხორციელება;
სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შიდა აუდიტებისა და ინსპექტირებების შედეგების წარდგენა,აუდიტების შედეგად გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;
ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება;
ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება.
ვერიკო ბახტაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)
ელ.მისამართი: office@gcaa.ge
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება და კოორდინაცია;
საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღება, შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვა;
საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;
სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორთა საკვალიფიკაციო, მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვა და კოორდინაცია;
სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;
საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაცია, კორესპოდენციის მიღება/გაგზავნა;
საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება.
ნინო წოტოიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 122)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაეროსივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება, განხილვაში მონაწილეობა;
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება;
სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთოსასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.
ზურაბ კოპლატაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტის ფუნქციებია:
სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაეროსივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავება, განხილვაში მონაწილეობა;
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირება;
სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთოსასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.