უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებით რეგულარულ რეისებს ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან შეასრულებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენების განხორციელება შემდეგი განრიგით იგეგმება:
- ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი, 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
- ხარკოვი – ბათუმი – ხარკოვი, 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას;
- ლვოვი – თბილისი – ლვოვი, 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი, ყოველ ოთხშაბათს;
- ლვოვი – ბათუმი – ლვოვი, 29 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
- ოდესა – თბილისი – ოდესა, 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
- ოდესა – ბათუმი – ოდესა, 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
- ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე, 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
ამასთან ავიაკომპანია ზრდის რეგულარული რეისების სიხშირეს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. შესაბამისად, კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე დაემატება ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს (ჯამში 10 სიხშირე).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.