საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემა წარმოადგენს საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ავსებს საავიაციო დარგის ტექნიკური და სამართლებრივი რეგულირების, ასევე მუდმივი ზედამხედველობის არსებულ მექანიზმებს. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინებას, შეგროვებას, ანალიზს, შენახვას, დაცვას და გავრცელებას. მოვლენათა შეტყობინების სისტემის მიზანია საავიაციო მოვლენებისა თავიდან აცილება და არა ვინმეს ბრალეულობისა და/ან პასუხისმგებლობის დადგენა.
საქართველოში საავიაციო მოვლენების შეტყობინება ხდება სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის. სააგენტო უზრუნველყოფს საავიაციო მოვლენების შესახებ სავალდებულო და ნებაყოფლობითი ფორმით მიღებული შეტყობინებების შეგროვებას. სააგენტო აანალიზებს და ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, საჭიროებისამებრ ახორციელებს შესაბამის ინსპექტირებას ავიასაწარმო(ებ)ში, რათა დადგინდეს, გატარდა თუ არა პრევენციული ღონისძიებები შეტყობინების სახით შემოსულ საავიაციო მოვლენაზე, საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს მითითებებს და ახორციელებს აღნიშნული მითითებების შესრულების ზედამხედველობას.
სააგენტო სავალდებულო და ნებაყოფლობითი შეტყობინებებით მიღებულ ინფორმაციას იყენებს მხოლოდ უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით და ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, საავიაციო მოვლენის შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დასაცავად, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიმწოდებელი პირის პირადი მონაცემების ანონიმურობის უზრუნველყოფას.
საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან შეძლებისდაგვარად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა. პირებმა საავიაციო მოვლენების შესახებ შეტყობინება უნდა განახორციელონ ქვემოთ მოცემულ ბმულზე გამოქვეყნებული ფორმების შესაბამისად. ამისათვის, მათ უნდა გადმოტვირთონ შესაბამისი ფორმა, შეავსონ სავალდებულო და საჭირო ველები, შეინახონ და ფორმაში მითითებულ მისამართზე (safety@gcaa.ge) გადმოაგზავნონ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
საავიაციო მოვლენათა სავალდებულო შეტყობინება
ნებისმიერ პირს აქვს უფლება შეატყობინოს სააგენტოს იმ საავიაციო მოვლენის შესახებ, რომლის მონაწილე ან მომსწრე იყო და თვლის, რომ მოვლენა წარმოადგენდა ფრენის უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეს, ან მან რისკის ქვეშ დააყენა საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო მართვა. ამისათვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სააგენტოს დაუკავშირდნენ კომუნიკაციის ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა, სოციალური ქსელი) ან შეავსონ ნებაყოფლობითი შეტყობინება ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
საავიაციო მოვლენათა ნებაყოფლობითი შეტყობინება
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების საჯარო ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ეფუძნება საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული საავიაციო მოვლენების დეიდენტიფიცირებულ სტატისტიკურ მონაცემებს. დოკუმენტის გამოქვეყნების მიზანია, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების სისტემის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლების პროცესში არსებული ტენდენციების ჩვენება, რათა სააგენტოს სერვისების მომხმარებლებს, მგზავრებს და ავიაციით დაინტერესებულ პირებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა, თუ რა მიზნებს ემსახურება მოვლენათა შეტყობინების მექანიზმი და რატომ არის თითოეული ადამიანის ჩართულობა მნიშვნელოვანი ამ პროცესში.
საავიაციო მოვლენათა შეტყობინებების ანალიზი (2019 წლის ანგარიში)
საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევა და შეტყობინება
საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო (TAIIB), რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან დამოუკიდებელ ორგანოს და ექვემდებარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის N 242 ბრძანების თანახმად, ნებისმიერმა პირმა, რომელსაც გააჩნია რაიმე ინფორმაცია მომხდარ საავიაციო შემთხვევაზე თუ ინციდენტზე ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით უნდა შეატყობინოს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს. სავალდებულო მოვლენათა შეტყობინებების სისტემის ფარგლებში, ინფორმაცია საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ უნდა გაეგზავნოს ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს.
სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ელექტრონული ფოსტის: georgian-taiib@economy.ge ან შემდეგ ტელეფონებზე: +(995 32) 298 23 58; +995 595 00 18 47
0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 2 94 80 14
ელ.ფოსტა: office@gcaa.ge
თამარ ლუტიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი
მინდია მინდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)
გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი
ტელ/ფაქსი (24/7): + (995 32) 236 40 51
საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი
გვანცა კერესელიძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ/ფაქსი: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 121)
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ვერიკო ბახტაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)
ელ.მისამართი: office@gcaa.ge
საფინანსო ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი
ზურაბ კოპლატაძე
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)
სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი
ლადო ყულჯანიშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)
ყველა დეპარტამენტი >