ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირება

ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობა (საწაფი) არის საავიაციო მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ფრენის პირობების/ეტაპების მიბაძვა ხდება ხმელეთზე და რომელიც მოიცავს:

ა) სრულპილოტაჟიან საწაფს (FFS);

ბ) საფრენოსნო საწვრთნელ მოწყობილობას (FTD);

გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარს (FNPT);

დ) სახელსაწყო ფრენის ძირითად საწვრთნელ მოწყობილობას (BITD).

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს საწაფის ექსპლუატაცია კომერციული მიზნით, თუ მას არ გააჩნია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი. საწაფის სერტიფიცირება ხორციელდება „ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფის) სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 27 სექტემბრის N191 ბრძანების შესაბამისად.

სერტიფიცირების ეტაპები:

I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს განცხადების და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წარმოდგენას და აღნიშნული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სააგენტოში წინასწარ განხილვასა და შეფასებას;

II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება, რომელიც მოიცავს საბაზო ობიექტის შემოწმებას და საწაფის შემოწმებას (სუბიექტური, ობიექტური და ფუნქციონალური);

III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე ურის თქმის შესახებ.

საწაფის პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს.

 

განმცხადებლის/სერტიფიკატის მფლობელის ვალდებულებები, სერტიფიკატის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, შეჩერების, სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შეზღუდვის, სერტიფიკატის გაუქმების, ასევე საწაფის კვალიფიკაციის, მისი შენარჩუნებისა და მოდიფიკაციის პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

დანართი N1

დანართი N2

დანართი N3