ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტის სერტიფიცირება

საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდები, რომელთა ექსპლუატაცია ხორციელდება კომერციული მიზნით, ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი არის საჰაერო ხომალდი არაუმეტეს 2 სავარძლით, არაუმეტეს 600 კგ. მაქსიმალური ასაფრენი მასით ხმელეთიდან და 650 კგ. მაქსიმალური ასაფრენი მასით წყლის ზედაპირიდან ოპერირებისას.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაიცემა „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგნტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივნისის N142 ბრძანების შესაბამისად და მის მფლობელს ანიჭებს უფლებას განახორციელოს ზსხ-ის კომერციული საფრენოსნო ექსპლუატაცია სერტიფიკატში განსაზღვრული საექსპლუატაციო სპეციფიკაციების შესაბამისად.

წესის მოქმედება არ ვრცელდება ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე, ზემსუბუქ საფრენ აპარატებზე, ასევე ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე, რომელიც მოიცავს ფრენას პირადი მიზნებისთვის, სპორტულ და ფიგურულ  (ავიაშოუ) ფრენებს.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ვალდებულებები, პერსონალის და ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის მიმართ დადგენილი მოთხოვნები, სააგენტოს მიერ ექსპლუატანტის სერტიფიცირებისა და ზედამხედველობის წესები და პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის N142 ბრძანება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ

​დანართები