საქართველოში, პირს არა აქვს უფლება უზრუნველყოს ბორტკვების დამზადება და საჰაერო ხომალდების ბორტკვებით მომარაგება, თუ მას არ გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი. ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირებას და მის საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სააგენტოს მიერ გაცემული ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს ბორტკვების დამზადების, საჰაერო ხომალდებზე მისი მიწოდების, ასევე, საბორტო მარაგით ან/და თანმდევი საშუალებებით საჰაერო ხომალდის მომარაგების უფლება. ბორტკვების საწარმოს სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტო გეგმურად ახორციელებს ბორტკვების საწარმოს საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ბორტკვების საწარმოები:
შპს ,,სქაი-ინნი"
სერტიფიკატის № 001-CC/25.
გაცემის თარიღი-15.07.2025; მოქმედების ვადა: უვადო;
მისამართი: 0198 ქ.თბილისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;
ელ-ფოსტა:info@skyinn.ge
ვებ-გვერდი: https://skyinn.ge/
