საავიაციო უშიშროების ინტრუქტორების სერტიფიცირება

საქართველოში, საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადებას ახორციელებენ სერტიფიცირებული საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორები. ინსტრუქტორების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. პირს არ აქვს საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის უფლებამოსილების განხორციელების უფლება, თუ მას არ გააჩნია სააგენტოს მიერ გაცემული საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორის მოქმედი სერტიფიკატი და სააგენტოსთან შეთანხმებული შესაბამისი მომზადების პროგრამა. ინსტრუქტორების რესერტიფიცირება ხორციელდება 36 თვეში ერთხელ. მომზადების პროგრამები ცვლილებას საჭიროებს ნორმატიულ აქტებში, პროცედურებში შესული ცვლილებების გათვალისწინებით. საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება და საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული საავიაციო უშიშროების ინსტრუქტორების ჩამონათვალი