საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირები, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღებას, შემოწმებას, დამუშავებას, გაფორმებას, შენახვას და გაცემას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას. საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირებას და სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს შესაბამისი წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული

საავიაციო სატვირთო ტერმინალები:

შპს ,,ლასარე“

სერტიფიკატის N001  (გაცემის თარიღი-15.01.2008; მოქმედების ვადა: უვადო);

მისამართი: 0158 ქ.თბილისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ვებ-გვერდი: htpps://lasare.ge

შპს ,,თბილისი კარგო სერვისი“

სერტიფიკატის N003 (გაცემის თარიღი -15.01.2008; მოქმედების ვადა: უვადო);

მისამართი: 0158 ქ.თბილისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი;

ელ. ფოსტა: tcscargo@live.com

შპს ,,საქართველოს ფოსტა“

სერტიფიკატის N007 (გაცემის თარიღი – 09.09.2011; მოქმედების ვადა: უვადო);

მისამართი: 0100 ქ.თბილისი, ვაგზლის მოედანი 2;

ვებ-გვერდი: www.gpost.ge