About GCAA

The Civil Aviation Authority of Georgia – “Georgian Civil Aviation Agency” (GCAA) is the Legal Entity of Public Law under the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia, responsible for regulation, continuous oversight, control and provision of the services in the field of civil aviation.

Our main goal is safe operation of civil aviation, which is achieved through the development and issuance of relevant rules and supervision over their implementation.

The Agency’s objectives are: implementation of applicable international aviation safety and security standards and recommended practices, their enforcement, implementation of the regulations and directives envisaged by the European Common Aviation Area Agreement, ensuring passengers rights and their interests, assistance in development of aviation market, airports and ATM network, further enhancement of cooperation with international aviation organizations.

Development and Achievements: The Agency was created on April 15, 2011, in accordance with the Laws of Georgia “On the Management and Regulation of Transport Field” and “On Legal Entity of Public Law”. In 2010, the decision to establish an aviation authority was made with the aim of improving flight safety and security standards in Georgia.

The reorganization carried out in the Agency enabled it to restore effective oversight over flight safety, establish an appropriate organizational structure in line with world aviation practice, hire and have sufficient and qualified personnel to carry out oversight activities, have its own financial resources to provide such specialists with competitive salary, train and retain them.

Since 2013, Georgian Civil Aviation Agency has improved its aviation safety oversight rates from 32% to 87.64%. As for aviation security oversight, rates have improved from 58% to 87.8%. According to the results of the ICAO audit conducted in 2018, the overall rate of effective implementation of international civil aviation standards and practices by Georgia became 87.64%. According to the new indicators, Georgia ranks first in the region in terms of implementation of international aviation standards and oversight activities, and tenth in Europe.

In the interests of passengers and flight safety, the Agency consistently implements the EU regulations related to aviation safety, aviation security, consumer protection, air traffic management, etc. Under the Common Aviation Area Agreement between Georgia, the European Union and its Member States (CAA-A), more than thirty regulations have already been introduced, including such areas as protection of passengers’ rights, inspection of foreign aircraft (EU SAFA program), assessment of financial sustainability of airlines, occurrence reporting and other important regulations.

In 2019, at the ICAO Assembly, Georgia was awarded special certificates by the President of the ICAO Board for significant reforms and high results achieved in the field of flight safety and aviation security oversight.

 

“Civil aviation is the most important sector of the country’s economy, which is directly related to the well-being of our citizens, their safe and comfortable movement, tourism development, deepening trade relations, increasing investment and job creation.

Unfortunately, the spread of the COVID-19 pandemic in the world has caused unprecedented damage to the aviation sector. Globally, passenger traffic has been affected, airlines have suffered huge financial losses, and numerous aviation specialists are at risk of losing their jobs. However, aviation is a field that has been actively involved in preventive measures against the spread of the disease from the very beginning. Regular air traffic to high-risk countries has been restricted in a timely manner, the procedures and protocols necessary to ensure the health of passengers and staff have also been introduced in a timely manner. In the conditions of the cancellation of regular flights, a number of special flights were carried out in order to return Georgian citizens to their homeland. Cargo flights were performed without interruptions, since the importance of them increased even more in terms of transporting humanitarian and medical cargo. A lot of time and effort shall be put into the aviation sector in order to return it to the pre-pandemic stage, but, however, in the wake of the improvement in the epidemiological situation, we hope we’ll be able to gradually and carefully resume regular passenger flights and recover normal operations.

As a result of the reforms carried out by Civil Aviation Agency in the field of aviation safety and security oversight, Georgia today has a rightful position in the international arena in terms of introduction and observance of aviation standards. We have almost 88% of the total rate in terms of aviation safety oversight, while by 2013 we had completed only 32% of these international standards and recommended practices.

At the same time, we aren’t satisfied with what has already been achieved. We are actively pursuing the improvement of flight safety and security standards and the enhancement of the supervisory component. The ratification of the Common Aviation Area Agreement by the European Union gives us even greater motivation to continue our active work on the implementation of European regulations. The range of technical regulations that we are going to introduce from this year is expanding. All this means more reliability of our aviation, passenger protection and favorable conditions for the development of the aviation market.

In addition to oversight over aviation enterprises, we have fruitful and close cooperation with our industry representatives. We are pleased that significant progress has been made in recent years in terms of observation of established standards.

When we talk about a global industry such as aviation, it is no less important to deepen international cooperation with aviation organizations and partner aviation authorities, to involve our specialists in ongoing thematic projects and groups being implemented under the auspices of various organizations. In 2019, in addition to the listed above, the Director of the Agency was elected Vice President of execution divisions of international organizations and Vice Chairman of several high-level meetings. This recognition helps us to properly represent the country’s achievements and further strengthen our positions. ”

Levan Karanadze

Director of Georgian Civil Aviation Agency

Management

Levan Karanadze
Levan KaranadzeDirector
ლევან კარანაძე    

დაბადების თარიღი: 1980 წლის 5 ოქტომბერი

განათლება:

1998-2002  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი

სპეციალობა: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი, ბაკალავრი (წარჩინებით);

კომპანია „Boeing“-ის სტიპენდიანტი

2003-2005 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მაგისტრატურა, მაგისტრი (წარჩინებით);

2007  თბილისის საერთაშორისო საავიაციო სასწავლო ცენტრი (TIATC) საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სასწავლო კურსი; დიპლომირებული სპეციალისტი.

სამუშაო გამოცდილება:

12.2018-დან  – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი;

11.2019-დან – EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი;

09.2019-დან – ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი;

03.2019-დან – ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის (EURNAT-DGCA) თავმჯდომარის მოადგილე;

12.2019-დან – ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარის მოადგილე;

03.2018 – 12.2018   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე;

2016-2018   EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი (SLO) საქართველოდან;

2013-2018   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

2011-2013   სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი;

2011-2015   საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი, ავიაციის სამართლის მოდულის ინსტრუქტორი დამწყები ავიამეთვალყურეებისთვის; თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრი (TIATC);

2010-2011   სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსი, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, ერთიანი სტარანსპორტო ადმინისტრაცია (UTA);

2008-2011   საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე, შპს “საქაერონავიგაცია“;

2004-2007   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველო, უფროსი სპეციალისტი;

2003-2004   საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის მთავარი სამმართველო, სპეციალისტი;

2003-2005   გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), სასწავლო პროგრამა„ საბაჟო უწყების სპეციალისტებისათვის ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტ/ექსპორტის კონტროლისა და ამ ნივთიერებათა მონიტორინგის შესახებ“, ლოჯისტიკის ექსპერტი;

2002-2006   გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), „ინსტიტუციონალური გაძლიერება მონრეალის ოქმის ვალდებულებათა შესრულების მიზნით“, ექსპერტი

სასწავლო კურსები:

სასწავლო კურსი “ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის ტრანსპოზიციის მეთოდოლოგია” (EU Twinning Project), თბილისი 2017;

სასწავლო კურსი “სამართლის პრონციპების ავიაციის მენეჯერებისათვის” (სინგაპურის საავიაციო აკადემია SAA), სინგაპური 2016;

სასწავლო სემინარი მმართველი რგოლისთვის “ინიციატივა მენეჯერებისათვის” 1, 2, 3, 4 (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო/ბრიტანეთის საავიაციო ხელისუფლების სასწავლო როგანიზაცია), 2014;

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) სააერნაოსნო მომსახურების ინსტიტუტის (IANS) სასწავლო კურსები:

“ზედამხედველობის ეროვნული ორგანოს ფუნქციები” (NSA-ORG) 2011;

“აუდიტის ტექნიკა და პრაქტიკა” (NSA-AUDIT) 2012;

“ზედამხედველობის ეროვნული ორგანოს უსაფრთხოების მართვის სისტემების ზედამხედველობა” (NSA-SOSM) 2012;

“ერთიანი ევროპული ცის საფუძვლები” (NSA-SES) 2012;

“მოვლენათა შეტყობინების უსაფრთხოების ზედამხედველობა და შეფასება” (NSA-SORA) 2012;

უსაფრთხოების მართვის სისტემა საჰაერო მოძრაობის მართვის სფეროში” (SAF-SMS) 2013

სასწავლო კურსი “უსაფრთხოების მართვის სისტემა” (Advanced), TRACECA Egis Avia, 2011;

სასწავლო კურსი „უსაფრთხოების მართვის სისტემები ავიაციაში“, ICAO EUR/NAT, თბილისი, 2010;

სასწავლო კურსი საჰაერო მოძრაობის სამსახურების ხელმძღვანელი პერსონალისათვის (Senior ATCO), TIATC, თბილისი, 2010;

სასწავლო კურსი საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთათვის, Egis Avia, ENAC, ტულუზა, საფრანგეთი, 2008;

სასწავლო კურსი ინგლისურ ენაში: Advanced Level – საერთაშორისო სახლი (International House), თბილისი, 2001-2002;

და სხვ.

პროექტები:

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” ლიდერი საქართველოში (2015-2017)

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის -“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ” ლიდერი საქართველოში (2011-2018)

TRACECA-ს პროექტის (Civil Aviation Project II), “აღმ. პარტნიორობისა და შუა აზიის ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებათა ხელშეწყობა საავიაციო სტანდარტების დანერგვის მიზნით” მოკლევადიანი ექსპერტი (2012-2015)

და სხვ.

დამატებითი ინფორმაცია:

საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების მოქმედი ინსპექტორი (ATM);

კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და რადიოსალოკაციო მომსახურების უსაფრთხოების მოქმედი ინსპექტორი (CNS);

სააერნაოსნო ინფორმაციით მომსახურების უსაფრთხოების მოქმედი ინსპექტორი (AIS);

ავიამეთვალყურის მოქმედი მოწმობა;

ICAO-ს ინგლისურის მე-5 დონის სერტიფიკატი;

კომპანია “Boeing”-ის სერტიფიკატი;

ევროკონტროლის საერნაოსნო მომსახურების ინსტიტუტის (IANS) სერტიფიკატი “Certificate of NSA Achievement”;

ICAO-ს სერტიფიკატი “for Outstanding contribution in RDGE (ICAO Route Development Group EAST)”.

Givi Davitashvili
Givi DavitashviliFirst Deputy Director

დირექტორის პირველი მოადგილე 

დაბადების თარიღი: 1981 წლის 29 იანვარი

განათლება:

09.1998-05.2003 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იურიდიული ფაკულტეტი; იურისტი

სასწავლო კურსები:

უსაფრთხოების მართვის სისტემა, Flight Safety Solutions LTD, 2015 წელი

სამუშაო გამოცდილება:

09. 2016 – 02. 2019      შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი;

2011 – 2016      შპს “ჯორჯიან ეარვეისის“ ადმინისტრაციული დირექტორი;

2010 – 2011     იურიდიული და ხელშეკრულებების განყოფილების უფროსი, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;

2005 – 2010     იურისტი, შპს „ჯორჯიან ეარვეისი“;

01. 2005 – 12. 2005      შპს „ვორლდ ინტერნეიშენალის“ ადმინისტრაციული დირექტორი;

2004 – 2005      იურისტი, „შპს ვორლდ ინტერნეიშენალი“;

Aleksandre Gachechiladze
Aleksandre GachechiladzeDeputy Director

დირექტორის მოადგილე                                                                             

დაბადების თარიღი: 1978 წლის 19 ივნისი

განათლება:

09.2001-02.2003 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია მაგისტრი

09.1996-07.2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი, ეკონომისტ–მენეჯერი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი ბაკალავრი

კომპანია “Boeing”-ის სტიპენდიანტი

სასწავლო კურსები:

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), ევროკავშირის რეგულაცია 95/93 აეროპორტის სლოტების განაწილების შესახებ (2018წ.);

ერთობლივი საავიაციო ხელისუფლებების სასწავლო ორგანიზაცია (JAA TO), სახიფათო ტვირთების სასწავლო კურსი სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებების თანამშრომლებისა და აეროპორტების ხელისუფლებისათვის (2017წ.);

ბირთვული უშიშროების ეროვნული ადმინისტრაცია (USA), რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების უშიშროება (2016წ.);

უკრაინის საავიაციო სერვის ცენტრი (IATA Accredited Training School), სახიფათო ტვირთების გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით (მე-6 კატეგორია) (2015წ.);

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), მარეგულირებელთა აუდიტის ტექნიკა (2015წ.);

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA), (ტრასეკა) ინიციატივა მენეჯერებისთვის სამოქალაქო ავიაციის დირექტორატი (2014);

ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA), საჰაერო მომსახურებების ექსპლუატაცია – ლიცენზირებისა და დაზღვევის მოთხოვნები ავიაკომპანიებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისათვის (2013წ.);

CAA International Limited (CAAI), ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს სახიფათო ტვირთების ინსპექტორის თეორია და პრაქტიკული სწავლება (2013წ.);

ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროკავშირის დირექტივა 96/67 – სახმელეთო მომსახურების ბაზარზე დაშვება (2013წ.);

ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 2027/97 – ავიაგადამზიდველის პასუხისმგებლობა უბედური შემთხვევების დროს (2013წ.);

ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 1107/2006 – შეზღუდული შესაძლებელობების მქონე პირთა უფლებები (2013წ.);

ლუქსემბურგის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო, უსაფრთხოებისა და ხარისხის აუდიტი სახმელეთო ექსპლუატაციისას (2012წ.);

ევროკავშირისა და სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზიის სამოქალაქო ავიაციის პროექტი II – EU (TRACECA) ევროპის რეგულაცია 261/2004 – ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმებასა და ხანგრძლივ დაგვიანებასთან დაკავშირებით (2012წ.);

თვინინგის პროექტი – Harmonization with EU norms of the legislation and standards of Georgia in the field of Civil Aviation, ევროპის რეგულაცია 1008/2008 – გადაყვანა-გადაზიდვის წარმოების მოწმობის მინიჭება (2012წ.);

სინგაპურის საავიაციო აკადემია, სამოქალაქო ავიაციის მართვის პროგრამა (2008წ.);

სინგაპურის საავიაციო აკადემია, აეროპორტის ტერმინალის ოპერირება და მენეჯმენტი (2007წ.);

და სხვ.

სამუშაო გამოცდილება:

სექტემბერი, 2018 –       სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

2011 – 2018 გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

2007 – 2011 გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია;

2006 – 2007 გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს უფროსი, სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

2004 – 2006 საავიაციო ბაზრის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციასლიტი, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;

2003 – 2004 საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი, სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;

2002 – 2003 საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველოს სპეციალისტი, სსიპ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;

2001 – 2002 სერტიფიცირებისა და ფრენის უსაფრთხოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია;

1998 – 2001 გადაყვანა-გადაზიდვების სამსახურის დისპეტჩერი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

პროექტები:

EU-TRACECA Civil Aviation Project II, 03.2012-05.2015, პროექტის კოორდინატორი საქართველოში

დამატებითი ინფორმაცია:

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2011 წ.)

GCAA Structure

Departments

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის საერთაშორისო ბაზარზე დაშვების, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველის საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • ავიაგადამზიდველის არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემის პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას და მათი ანალიზის უზრუნველყოფას;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნას, ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარების უზრუნველყოფას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სანავიგაციო სეზონების მიხედვით, ავიაგადამზიდველის ფრენის განრიგის დამტკიცებას;
  • საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისის რეესტრის წარმოებას;
  • სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობას და სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლებას;
  • საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებით და/ან საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხილვაში მონაწილეობას;
  • საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, ინსტრუქტორის მოწმობის გაცემას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტი

მინდია მინდიაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 107)

გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის 24 საათიანი ოპერატიული სამორიგეო ჯგუფი

ტელ (24/7): + (995 32) 236 40 51

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომების და აეროპორტების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნების მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • საქართველოს სამოქალაქო აეროდრომების რაიონის განსაზღვრას;
  • აეროდრომების და ვერტოდრომების აღრიცხვას და საფრენი მოედნების რეგისტრაციას;
  • აეროდრომის შუქტექნიკური სისტემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას, ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საწვავგასამართი საწარმოს ტექნიკური პერსონალის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • აეროდრომისა და ვერტოდრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • ზედამხედველობის ქვეშ მყოფ საწარმოებში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების პროექტების, სახელმძღვანელო მასალის და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;
  • სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას;
  • სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი

ლევან მოსეშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საქმიანობაზე ზედამხედველობას და სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოებას;
  • საავიაციო სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მინიჭების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო სამუშაოების შესრულების ზედამხედველობას;
  • კომპლექსური საჰაერო ხომალდით საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციის ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების, გაუქმების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მარშრუტზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდურ შემოწმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეთანხმებას, მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სხვა ქვეყნის სასწავლო დაწესებულების და საწაფის აღიარების პროცესის წარმართვას, დასკვნის მომზადებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას და რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას (მათ შორის, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას (SAFA/RAMP);
  • ავიასაწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინპექტირების დეპარტამენტი

კახა ჩაჩავა

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 109)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაციას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენას და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემას;
  • ავიასაწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირებას (SAFA/RAMP);
  • უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას;
  • საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაციის/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი

გიორგი მაყაშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:  + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 110)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • სერტიფიცირებული საწარმოს სააერნაოსნო მომსახურების გამწევად დანიშვნის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენას;
  • სააერნაოსნო მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების/სისტემების აღიარების პროცესის წარმართვას და დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების სახეების განსაზღვრაში მონაწილეობას;
  • საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის, სააერნაოსნო ტექნიკური საშუალებების მომსახურების განმახორციელებელი ტექნიკური პერსონალის, საავიაციო მეტეოროლოგიური პერსონალის, ფრენის პროცედურების დიზაინერის, კარტოგრაფის და ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებაში ჩართული პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციის შენარჩუნების ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საძებნ-სამაშველო მომსახურების ზედამხედველობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციას;
  • საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის და კლასიფიკაციის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • საჰაერო სივრცის ორგანიზების და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზედამხედველობას;
  • ფრენის პროცედურების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • საავიაციო რუკების პროექტების შეთანხმებას, ფრენის პროცედურების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის შედგენას და გამოქვეყნებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადებას და სააგენტოს მიერ მომზადებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ვალიდაციას/ვერიფიკაციას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას, მის საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას;
  • სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების და ხარისხის მართვის სისტემის, მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის რეაგირებას;
  • შესაბამისი ნორმატიული აქტების და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვები დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავება და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • სააერნაოსნო მომსახურების სფეროს მონიტორინგს და მისი ფუნქციონირების შესახებ, ასევე ერთიანი ევროპული ცის (SES) და ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის (ATM MasterPlan) დანერგვის შესახებ ანგარიშების შედგენას/შედგენის კოორდინირებას/შეთანხმებას და შესაბამისი (ICAO, EC, EASA, EUROCONTROL) ორგანიზაციებისთვის წარდგენას;
  • საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას;

სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი

ლადო ყულჯანიშვილი

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 120)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრას;
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით ავისაწარმოების საქმიანობის მუდმივი ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამების შეთანხმებას;
  • ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის წლიური გეგმების შეთანხმებას;
  • აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი პიროვნების და სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მუდმივი საშვის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • საავიაციო უშიშროების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის შეფასებას და რისკის შეფასების საფუძველზე სამოქალაქო ავიაციის საქმიანობაში საფრთხის დონის განსაზღვრას;
  • მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას დაინტერესებული სახელმწიფოებისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისათვის;
  • კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბისთვის კონსულტაციის გაწევას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური რეისების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფას;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტიპების, ტექნიკური და მუშა მახასიათებლების, აღმოჩენის მინიმალური პარამეტრების, ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკური და მუშა მახასიათებლების განსაზღვრას;
  • საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობებისა და მათი სატესტო ობიექტების ავიასაწარმოს მიერ შესყიდვის შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის სერტიფიცირების პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • მასწავლებლის მოწმობის გაცემის პროცესის წარმართვას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

საავიაციო უშიშროების დეპარტამენტი

გვანცა კერესელიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ:  + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 121)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • უპილოტო საჰაერო სისტემების რეგისტრაციას, რეგისტრაციის მოწმობის გაცემას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაციას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, გაუქმებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემის პროცესის წარმართვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას;
  • უპილოტო საჰაერო სისტემის ექსპლუატაციაზე თანხმობის (ავტორიზაცია) გაცემას, მასში ცვლილებების შეტანას, გაუქმებას;
  • დისტანციური პილოტის შესაბამისი კატეგორიის მოწმობის გაცემას, გამოცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, განახლებას, საკვალიფიკაციო აღნიშვნის მინიჭებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და უპილოტო საჰაერო სისტემების ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, სერტიფიკატში ცვლილებების შეტანას, მოქმედების ვადის გაგრძელებას, შეზღუდვას, შეჩერებას, აღდგენას და გაუქმებას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის საკუთარი მიზნებისთვის ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ნორმატიული აქტების, და უსაფრთხოების მითითების პროექტების მომზადებას და მათ შესრულებაზე ზედამხედველობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების ანალიზს;
  • უსაფრთხოების ეფექტურობის მაჩვენებლების შემუშავებას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების დასაშვების დონის განსაზღვრაში მონაწილეობას და მონიტორინგს;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს, სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესში მონაწილეობას, სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამის შესწავლას, შესაბამისი დასკვნის მომზადებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას;
  • უცხო ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების აღიარების პროცესის წარმართვას, სასწავლო პროგრამების შეთანხმებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემის და სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარების პროცესის წარმართვას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი

აკაკი მაისაია

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 106)

ელ.ფოსტა: UAS-GA@gcaa.ge

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • სააგენტოს მიერ განსაზღვრული ხარისხის, შრომის, ინფორმაციული უსაფრთხოების და ფრენის უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების უზრუნველყოფას;
  • სააგენტოში მიმდინარე ძირითადი და დამხმარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობას;
  • სააგენტოს წლიური სამოქმედო გეგმის და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის კონსოლიდაციას;
  • სააგენტოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს;
  • სააგენტოში დაგეგმილი ცვლილებების მართვის პროცესის ინიცირებას და მის ზედამხედველობას;
  • სააგენტოს მართვის სისტემის, სააგენტოში წარმოებული ძირითადი პროცესებისა და მათი რელევანტური პროცედურების მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგს;
  • მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებელი ღონისძიებების დაგეგმვას და რეგულარული განხორციელებას;
  • სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისობის მონიტორინგის შედეგების წარდგენას, გამოვლენილი შეუსაბამობების გამოსასწორებელი და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდაუწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავებას;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და მათზე რეაგირების მონიტორინგს;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგებას;
  • საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, შეტყობინებების სტატისტიკურ ანალიზს, დამუშავებას და წლიური ანგარიშის მომზადებას, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოებას, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლას სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან;
  • ფრენის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობას;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვას და მართვას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას.

ხარისხის მართვის დეპარტამენტი

თამარ ლუტიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 113)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზებას და კოორდინაციას;
  • საავიაციო სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დელეგაციების მიღებას, შეხვედრების ორგანიზებას და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-შენახვას;
  • საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობას – სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, სააგენტოს წლიური ანგარიშებისა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
  • სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვას, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოებას, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადებას;
  • სააგენტოს თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამების მართვას და კოორდინაციას;
  • თანამშრომლების შიდა და გარე სასწავლო კურსებზე დასწრების დაგეგმვას და ორგანიზებას;
  • სააგენტოს საქმისწარმოების უზრუნველყოფას საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
  • სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სააგენტოში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციას, აგრეთვე, საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზს და კონტროლს, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერას, კორესპონდენციის დროულად მიწოდებას;
  • საავიაციო ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო ქსელის საშუალებების ექსპლუატაციას, კორესპონდენციის მიღება/გაგზავნას;
  • საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოებას.

ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ვერიკო ბახტაძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 117)

ელ.მისამართი: office@gcaa.ge

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტების და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით“ (CAAA) ნაკისრი ვალდებულებების ანალიზს და ამ ვალდებებულებების ფარგლებში დასანერგი ევროპული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სამოქმედო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების შემუშავებას – განხილვაში მონაწილეობას;
  •  სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) და ავიაციის სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვის მიზნით ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას;
  • ევროკავშირის რეგულაციებთან და დირექტივებთან, ჩიკაგოს კონვეციასთან და მის დანართებთან ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობას;
  • სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად წინადადებების მომზადებას საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;
  • სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური და ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზას;
  • სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი ინფორმირებას;
  • სააგენტოს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში.

სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის დეპარტამენტი

ნინო წოტოიძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: +(995 32) 94 80 10 (შიდა ნომერი 122)

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

  • ეკონომიკურად მომგებიანი და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავებასა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობას;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიასაწარმოების საექსპლუატაციო-ეკონომიკური მონაცემების წარმოებას და მათი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მიწოდებას დადგენილი ფორმების შესაბამისად;
  • საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის შესრულების ფინანსური შესაძლებლობების შეფასებას და ანალიზს, საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისთვის გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემას, შესაბამისი რეესტრის წარმოებას, მათი ფინანსური მდგრადობის შეფასებას, ანალიზს და მუდმივ ზედამხედველობას;
  • სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის გამოთვლაში მონაწილეობის მიღებას;
  • საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვას;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
  • სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა -პატრონობას;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელებას და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
  • სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას.

საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი

ზურაბ კოპლატაძე

დეპარტამენტის უფროსი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 118)

Vacancies