“რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №23-ედადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წლის 19 მაისს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია “Myway Airlines”-ის განცხადება თბილისი-სოჭი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეულ მიმართულებაზე, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.