საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ფუნქციაა:
- საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის პრევენციული ღონისძიებების გატარება;
- სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლი;
- ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა;
- საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების ეკიპაჟის წევრებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში შესასვლელი საშვების გაცემა.