მიმდინარეობს განახლება
მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, ავიაკომპანიები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ რეგულარული რეისების ფრენის განრიგების ცვლილებას, მათ შორის არსებული სიხშირეების შემცირებას და/ან გაუქმებას. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საჰაერო მიმოსვლის შემზღუდავ ზომებს იღებენ სახელმწიფოები და საავიაციო ხელისუფლებები.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს მიმდინარე დღეების ფრენის განრიგების ყოველდღიურ განახლებას ჩვენს ვებ-გვერდზე.
20-26 მარტის ფრენის განრიგები (სამივე საერთაშორისო აეროპორტი) 2020 წლის 20 მარტის — საათის მდგომარეობით
გადმოსაწერი ვერსია ინფორმაცია დროებით არ არის ხელმისაწვდომი
*ვინაიდან ვითარება კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე მსოფლიოში ყოველდღიურად იცვლება, მგზავრებს მოვუწოდებთ, ხშირად გადაამოწმონ ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გადამყვან ავიაკომპანიასთან და შესაბამისი აეროპორტის ვებ-გვერდზე.