საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიის რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ იტალიის მიმართულებით, აგრეთვე იტალიის საავიაციო ხელისუფლებას.
შეზღუდვა მოქმედებს იტალიის რესპუბლიკაში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.