ავიაკომპანია Air Moldova-მ კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. პირველი რეისი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის დღეს განხორციელდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია Air Moldova-ს მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, კიშინეუსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება, ხოლო 2022 წლის 30 ოქტომბრიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Air Moldova-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 13 ოქტომბერს მიენიჭა.