საავიაციო უშიშროების დეპარტამენტის ფუნქციაა:

  • საავიაციო საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ჩარევის პრევენციული ღონისძიებების გატარება;
  • სამოქალაქო ავიაციის სფეროში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის თავიდან აცილების მიზნით აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაგადამზიდველების) საქმიანობის კონტროლი;
  • ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამების შეთანხმება და პერიოდული გადასინჯვა;
  • საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების ეკიპაჟის წევრებისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის აეროპორტების კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ  ზონებში შესასვლელი საშვების გაცემა.