სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი
სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტი წარმოადგენს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტის მთავარი ამოცანაა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შპს “საქაერონავიგაციის” სერტიფიცირება და ზედამხედველობა საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ფრენების უსაფრთხოების უზრუნვეყოფის, შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით.
ზედამხედველობის ძირითადი ობიექტებია სააერნაოსნო მომსახურების შემდეგი სფეროები:
- საჰაერო მოძრაობის ორგანიზება (ATS)
- კავშირგაბმულობა, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურება (CNS)
- მეტეოროლოგიური მომსახურება (MET)
- საძებნ-სამაშველო (SAR)
- ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება (AIS)
მომსახურება ხორციელდება საჰაერო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათსაფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით.
ფუნქცია-მოვალეობები:
დეპარტამენტის ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების” დამტკიცების შესახებ.
დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:
1. სააერნაოსნო მომსახურების საწარმოების სერტიფიცირება:
(სერტიფიცირება წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამართლებრივად მოწესრიგებული სტატუსის მინიჭებას).
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების” დამტკიცების შესახებ ბრძანების N01 მე-2 თავის შესაბამისად.
2. საჰაერო მოძრაობის მართვის, კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო, აგრეთვე, სააერნაოსნო და/ან საავიაციო მეტეოროლოგოური მომსახურების გაწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების აღიარება;
(ტექნიკური საშუალებების აღიარება წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების გამოყენების უფლების მინიჭებას).
ტექნიკური საშუალებების აღიარება ხორციელდება “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების” დამტკიცების შესახებ ბრძანების N01 მე-3 თავის შესაბამისად.
3. ზედამხედველობა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
(ზედამხედველობა წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე მუდმივ მონიტორინგს, რომელიც ხორციელდება საინსპექციო შემოწმების გზით).
სააერნაოსნო მომსახურების საწარმოზე ზედამხედველობა ხორციელდება “საჰაერო მოძრაობის სამსახურების და საშუალებების სერტიფიცირების წესების” დამტკიცების შესახებ ბრძანების N01 მე-4 თავის და “სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპეტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის” დამტკიცების შესახებ ბრძანების N137 მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად.
4. საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია:
პოტენციური ან/და რეალური საგანგებო სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მიღების დროს სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო საქმიანობაში ჩართულ სტრუქტურებთან საჭირო ქმედებების კოორდინირება.
5. საქართველოს საჰაერო სივრცის ორგანიზებაში და საჰაერო სტრუქტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთკოორდინაცია საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის მიზნით;
სახელმწიფოს ნებისმიერი დაინტერესებული უწყების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურის შეცვლის ან/და დამატების შემუშავების პროცესში მონაწილეობა.
6. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენისა და გამოქვეყნების ზედამხედველობა;
ჰაერსანაოსნო ინფორმაციისს შედგენისა და გამოქვეყნების ზედამხედველობა წარმოადგენს უსაფრთხო საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფის მიზნით გამოქვეყნებულ საქართველოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) სწორი და დროული ცვლილებების ან/და დამატებების გამოქვეყნების უზრუნველყოფას.
7. ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;