სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის ფუნქციებია:
საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვება;
უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვება;
ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის გაცემა;
საჰაერო ტრანსპორტზე გადაყვანა-გადაზიდვის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების და მათი ანალიზის უზრუნველყოფა;
საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების დანიშვნისა და ფრენის სიხშირეების განაწილებისას აუქციონის ჩატარება საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაბამისი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში და შესაბამისი რეესტრის წარმოება;
სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება;
საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირება და შესაბამისის რეესტრის წარმოება;
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ზედამხედველობა და „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე, სახიფათო ტვირთების სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან გათავისუფლება;
საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
საჭროების შემთხვევაში „საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმით“ გათვალისწინებული დამხმარე საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციების შესრულება:
საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემასა და დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა;
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების აღმოჩენისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა.